მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა
696.0 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.6 პროცენტით აღემატება.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.9 პროცენტი ქალია, ხოლო 59.1 პროცენტი - კაცი.
საქსტატის ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36.3 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.2 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41.5 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 652.2 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 3.9 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 632.6 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.9 პროცენტით მეტი). 2019 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 316.2 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 129.5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 979.8 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 87.2 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: • მსხვილი ბიზნესი – 1 281.1 ლარი, • საშუალო ბიზნესი – 1 463.6 ლარი, • მცირე ბიზნესი – 1 260.2 ლარი.

















