logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გენადი არველაძე: აუცილებელია ხელი შევუწყოთ ქართველ და ფრანგ მეწარმეებს, უკეთ გაიცნონ ერთმანეთის შესაძლებლობები
გენადი არველაძე: აუცილებელია ხელი შევუწყოთ ქართველ და ფრანგ მეწარმეებს, უკეთ გაიცნონ ერთმანეთის შესაძლებლობები
19:44 04.12.2019
„საფრანგეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ - ფრანგული დიალოგის ფარგლებში, ჩვენ ვითანამშრომლებთ ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით, რომელთა შორისაც ვაჭრობა და ეკონომიკაა. ამდენად, ამ დიალოგის ფარგლებში გამართულ ბიზნესსაბჭოზე განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც შეეხება არა მხოლოდ ორმხრივ ვაჭრობას, არამედ ინვესტიციების მოცულობის ზრდას, თანამშრომლობას ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის, გადამამუშავებელი მრეწველობის და სხვა სექტორებში,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ MEDEF International - ში საფრანგეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სესიაზე გამოსვლისას, რომელიც „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ - ფრანგული დიალოგის“ ფარგლებში გაიმართა.

სიტყვით გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ საბჭოს წევრებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე ევროპასთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დინამიკა გააცნო. მისი თქმით, საქართველო აქტიურად ახორციელებს ევროპასთან საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციას, მათ შორის, მთელ რიგ სამრეწველო პროდუქციაზე ტექნიკური რეგლამენტების შემოღების შესახებ.

„ხარისხიან ქართულ პროდუქციას საფრანგეთში ნაკლებად იცნობენ. თქვენთან თანამშრომლობით გვინდა, უფრო ინტენსიური გავხადოთ ჩვენი მონაწილეობა სავაჭრო მისიებში, გამოფენებსა და ბიზნეს ფორუმების ორგანიზებაში. აუცილებელია ხელი შევუწყოთ ჩვენს მეწარმეებს, უკეთ გაიცნონ ერთმანეთის შესაძლებლობები და აწარმოონ უფრო წარმატებული დიალოგი, რაც, საბოლოო ჯამში, გაზრდის ინვესტიციას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეზე“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

გენადი არველაძემ განსაკუთრებულად გაამახვილა ყურადღება ფრანგულ მხარესთან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე საქართველოს მთის კურორტების განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, საფრანგეთს, როგორც მსოფლიოში წამყვან სამთო - სათხილამურო კურორტების მქონე ქვეყანას შეუძლია დიდი გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს, რომელსაც აქვს დიდი ამბიცია და შესაძლებლობა, განავითაროს სამთო საკურორტო ზონები ქვეყანაში და მოიზიდოს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტები.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ბაკურიანში 2023 წელს დაგეგმილი თავისუფალ სრიალსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ასევე გამოიკვეთა სოფლის მეურნეობის, ფარმაციის, ტურიზმისა და საქართველოს მთის კურორტების განვითარების პროცესში ფრანგული კომპანიების დაინტერესება.

ქართულმა მხარემ დაინტერესებულ ფრანგულ კომპანიებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა წყალტუბოს საკურორტო ზონის პოტენციალისა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი, თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე და სხვა ოფიციალური პირები.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ასევე სამუშაო შეხვედრა გამართა საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს, სახაზინო და ეკონომიკური პოლიტიკის გენერალური დირექტორატის, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კრისტოფ ბორთან, რომელთანაც ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა