logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით თვალაბეიშვილი: ვქმნით მექანიზმებს, რომ მაქსიმალურად დავნერგოთ მზისა და ქარის ენერგიების მიღების ტექნოლოგიები ჩვენს ქვეყანაში
დავით თვალაბეიშვილი: ვქმნით მექანიზმებს, რომ მაქსიმალურად დავნერგოთ მზისა და ქარის ენერგიების მიღების ტექნოლოგიები ჩვენს ქვეყანაში
13:45 04.12.2019
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ კონფერენცია „გლობალური ენერგეტიკული ტრენდები, ახალ ენერგეტიკულ პაკეტზე გადასვლა, გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსთვის“ გაიმართა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა გახსნა. ღონისძიების დაწყებამდე კონფერენციის მონაწილეებმა ენერგეტიკისა და ელექტროტექნიკის საერთაშორისო გამოფენა - Elcomm Caucasus 2019-ის ფარგლებში წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერეს.

„დღეს გაიხსნა გამოფენა და კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობენ საკმაოდ მაღალი რანგის სტუმრები და დელეგატები როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორიდან. განვიხილავთ განახლებადი ენერგიის წყაროებთან დაკავშირებულ იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს გვაქვს ქვეყანაში და რეგიონში, ასევე ვისაუბრებთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მათ შორის მზიდან ენერგიის წარმოებასა და სხვა ახალ მიღწევებზე. აქედან გამომდინარე, დღევანდელი კონფერენცია იქნება ძალიან საინტერესო და პროდუქტიული“ - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან.

მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა განახლებადი ენერგიების მნიშვნელობას საქართველოსთვის და ამ კუთხით მიმდინარე რეფორმებს. „უახლოეს პერიოდში პარლამენტში დასრულდება „განახლებადი ენერგიების წარმოებისა და წახალისების შესახებ “კანონპროექტის განხილვა/მიღება. ამ კანონის ფარგლებში საქართველოს მთავრობა მომავალი წლის განმავლობაში ჩამოაყალიბებს კონკრეტულ მხარდამჭერ მექანიზმებს ყველა მიმართულებით, მათ შორის ქარისა და მზის სადგურების მშენებლობის კუთხით. ეს იქნება ის მექანიზმები, რაც საშუალებას მოგვცემს, მაქსიმალურად დავნერგოთ ეს ტექნოლოგიები საქართველოში, რა თქმა უნდა, იმის ფარგლებში, რასაც ჩვენი სისტემა გაწვდება. დღევანდელი შეხვედრაც, ვფიქრობ, მოგვცემს ძალიან ბევრ ინფორმაციას, რომელთა საფუძველზეც მოვამზადებთ გეგმებს მომავალი ორი-სამი წლის განმავლობაში“ - აღნიშნა დავით თვალაბეიშვილმა.

კონფერენცია „გლობალური ენერგეტიკული ტრენდები, ახალ ენერგეტიკულ პაკეტზე გადასვლა, გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსთვის“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სამი სესია, სადაც მომხსენებლები იყვნენ საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელი დავით მირცხულავა, ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი, ასევე სხვა ენერგეტიკული უწყებების და ორგანიზაციების წარმომადგენლები. გიორგი ჩიქოვანმა კონფერენციის მონაწილეებს ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ მნიშვნელოვან ენერგოპროექტებზე ისაუბრა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა