logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული ტურიზმის კვლევის პრეზენტაციას დაესწრო
ეკატერინე მიქაბაძე მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული ტურიზმის კვლევის პრეზენტაციას დაესწრო
13:15 04.12.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის „ჩამოსვლის მიღმა - ახალი შესაძლებლობები ქართული ფირმებისთვის ტურიზმის გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვებში“ პრეზენტაციაში, რომელსაც ასევე დაესწრო მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი.

მსოფლიო ბანკის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ერთობლივად წარდგენილი ეს ანგარიში მთავრობასთან მსოფლიო ბანკის გრძელვადიანი თანამშრომლობის ნაწილია ტურიზმის პოტენციალის განვითარების მიმართულებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პირველი მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ტურიზმი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია. ამის მიუხედავად, სექტორის უფრო მეტად და მიზნობრივად განვითარებისთვის მიმდინარეობს არაერთი რეფორმა, რომლის მიზნებსაც საქართველოს ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაცია, მომსახურების ხარისხის ამაღლება, ახალი ტურისტული მიმართულებებისა და პროდუქტების შექმნა და საბოლოო ჯამში, ქვეყანაში უფრო მაღალ მხარჯველუნარიანი ვიზიტორების ჩამოყვანა წარმოადგენს. „მსოფლიო ბანკის ანგარიში მნიშვნელოვანია ერთის მხრივ საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგიის განხორციელებისათვის, რომელიც მთავრობამ მსოფლიო ბანკთან კოოპერაციით შექმნა და მეორე მხრივ, ანგარიში შესაძლებლობაა კერძო სექტორისა და საერთაშორისო დონორების ჩართულობით დავსახოთ ახალი გამოწვევების დაძლევის გზები,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

მსოფლიო ბანკის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ორ ცენტრალურ შეკითხვაზე - როგორ ცვლიან ახალი ტენდენციები ტურიზმის გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვების სტრუქტურას და როგორ შეუძლიათ ქართულ ფირმებს ასეთი ცვლილებებიდან სარგებლის მიღება, ასევე რა სახის დარგობრივი პოლიტიკის რეფორმები, ინვესტიციები ან უნარების განვითარებაა საჭირო საქართველოს ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვებში კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად.

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, ტრადიციული საქმიანობა, როგორიცაა, მაგალითად, კულინარული სერვისები, საცხოვრებლით უზრუნველყოფა, გიდების მომსახურება და სასტუმრო ბიზნესის ტრენინგის დაწესებულებების არსებობა, ტურიზმისთვის უმნიშვნელოვანეს საყრდენ წერტილად დარჩება, მაგრამ, გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვების სტრუქტურის ცვლილებასთან ერთად საქართველოს შესაძლებლობა აქვს კონკურენტუნარიანი გახდეს მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე განვითარებად მიმართულებებში. „ქართული კომპანიები მოახერხებენ ახალი შესაძლებლობების გამოყენებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად იქნებიან აღჭურვილნი და კონკურენციას გაუწევენ უცხოურ კომპანიებს,“ - განაცადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

პრეზენტაციას ტურიზმის სექტორისა და საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა