logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას დღეს შეუძლია დასაქმებას ხელი შეუწყოს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც
ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას დღეს შეუძლია დასაქმებას ხელი შეუწყოს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც
21:23 03.12.2019
„ინვესტორებისადმი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაა, მაგრამ ამისთვის ბაზარზე შესაბამისი განათლების, კვალიფიკაციის კადრები უნდა არსებობდეს და აქ ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ სინერგიას და თანამშრომლობას“- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კოლეჯ „სპექტრში“ გამართულ ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის (BTEC) მიერ ავტორიზებული საერთაშორისო პროფესიული პროგრამების დიპლომები გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

„სპექტრის“ დღევანდელი მაგალითიც არის ძალიან კარგი პლატფორმა, სადაც კერძო ბიზნესი, საგანმანათლებლო დაწესებულება და მთავრობა მშვენივრად თანამშრომლობს იმისთვის, რომ ყველამ თავის მიზანს მიაღწიოს. ჩვენ ხელს შევუწყობთ ახალ, მომზადებულ და განათლებულ კადრებს, რომლებზეც არის მოთხოვნა, კომპანიები ხელს შეუწყობენ დასაქმების გაზრდას და მთლიანობაში განვითარდება ქვეყნის ეკონომიკა“ - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პროფესიული განათლების სასწავლებლებს მხარდაჭერა აღუთქვა სხვადასხვა მიმართულებით - იქნება ეს ახალი შენობები, გრანტები, აპარატურა, ახალი პროექტები თუ სხვა. ნათია თურნავას ინფორმაციით, „ნენსკრა“, „თბილის ენერჯი“, სხვადასხვა მცირე თუ საშუალო ჰესი, ასევე სახელმწიფო ენერგოსისტემა მზად არიან, პროფესიული განათლების, მომზადებული სპეციალისტები აიყვანონ სამსახურში.
მინისტრის განცხადებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას დღეს შეუძლია, დასაქმებას ხელი შეუწყოს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც.

„დიპლომები, რომლებსაც „სპექტრი“ გასცემს და თქვენ მიიღებთ, აღიარებულია მსოფლიოს 150 ქვეყანაში, თქვენნაირ სპეციალისტებზე გლობალურად არის უდიდესი მოთხოვნა, მაგრამ ჩვენი, მთავრობის ამოცანაა, სხვადასხვა ქვეყანასთან დავამყაროთ ორმხრივი ურთიერთობები და გავაფორმოთ ხელშეკრულებები, რომ, სურვილის შემთხვევაში, თქვენ საზღვარგარეთაც შეძლოთ ღირსეული დასაქმება, როგორც კვალიფიციურმა სპეციალისტებმა და არა როგორც არალეგალური შრომითი მიგრაციის სუბიექტებმა. მათ შორის ასეთივე შესაძლებლობა შევქმნათ მთლიანად ევროპაში, რადგან ჩვენ ყველანი ვართ ერთიანი ევროპული სახლის ნაწილი. ასევე ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი ბიზნესი იყოს კონკურენტული, რომ უკეთესი ხელფასები შემოგთავაზონ და არ მოგინდეთ სხვა ქვეყანაში წასვლა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა