logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: პროფესიული განათლება არის ის ნიშა, რომელზეც მთავარი აქცენტი კეთდება და რომელსაც ყოველთვის ხელს შევუწყობთ
ნათია თურნავა: პროფესიული განათლება არის ის ნიშა, რომელზეც მთავარი აქცენტი კეთდება და რომელსაც ყოველთვის ხელს შევუწყობთ
18:42 03.12.2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო კოლეჯ „სპექტრში“ გამართულ ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის (BTEC) მიერ ავტორიზებული საერთაშორისო პროფესიული პროგრამების დიპლომები გადაცემის ცერემონიაში. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენელები დაესწრნენ.

ნათია თურნავამ 62 კურსდამთავრებულს დიპლომების მიღება მიულოცა და თავის გამოსვლაში საერთაშორისო პროფესიული პროგრამების დიპლომების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასეთი ფაქტი პირველად ხდება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რაც მნიშვნელოვანია როგორც თავად კურსდამთავრებულთათვის, ისე მთელი ქვეყნისთვის. „ეს, რა თქმა უნდა, თქვენთვის ძალიან მნიშნელოვანია, რადგან გიხსნით ახალ კარს მსოფლიო შრომის ბაზარზე, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საქართველოს მთავრობისთვის - განათლების, ეკონომიკის სამინისტროებისთვის, რადგან ეს მოასწავებს ახალ ეტაპს, როდესაც პროფესიული განათლების კოლეჯები, პროფესიული მომზადების და გადამზადების ცენტრები, როგორიცაა „სპექტრი“, „ახალი ტალღა“ და სხვები, რომლებიც, მე დარწმუნებული ვარ, რომ განათლების სამინისტროს და ჩვენი უწყების დახმარებით მალე შემოგვემატება, ეს საგანმანათლებლო ცენტრები მართლაც იქცევა ჩვენი სამომავლო პოლიტიკის ცენტრად“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, პროფესიული განათლება არის ის ნიშა, რომელზეც მთავარი აქცენტი კეთდება და რომელსაც მთავრობა ყოველთვის ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს ჩვენი თანამემამულეების სხვადასხვა მოთხოვნად პროფესიებში მომზადება და გადამზადება.

„ასევე მივადევნებთ თვალყურს, როგორ საქმდებიან როგორც ჩვენს ინდუსტრიებში, ასევე საზღვარგარეთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

BTEC-ის დიპლომი, საერთაშორისო პროფესიული სტანდარტით აღიარებულია 150 ქვეყანაში. „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ დაფინანსებით, კოლეჯმა „სპექტრმა“ კოლეჯ „ახალ ტალღასთან“ ერთად, ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შეიმუშავა. 2017 წლის შემოდგომიდან, ორივე კოლეჯი სწავლებას ბრიტანეთის ტექნიკური და ეკონომიკური საბჭოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ოთხ პროფესიულ საგანმანათლებლო მიმართულებაზე ახორციელებს: შედუღება, ელექტროობა, ჰაერის კონდიცირება, წყალმომარაგების სისტემები. 2017 წლიდან დღემდე BTEC -ის მიერ ავტორიზებულ პროგრამებზე დარეგისტრირდა 190 სტუდენტი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა