logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჯუდიტ სლაიტერი: მოვუწოდებთ ბრიტანულ ბიზნესს, ჩამოვიდნენ საქართველოში, ჩადონ ინვესტიცია და აწარმოონ ბიზნესი
ჯუდიტ სლაიტერი: მოვუწოდებთ ბრიტანულ ბიზნესს, ჩამოვიდნენ საქართველოში, ჩადონ ინვესტიცია და აწარმოონ ბიზნესი
13:22 03.12.2019
„საქართველოში კარგად არის განვითარებული ციფრული ეკონომიკა და ადვილია ბიზნესის კეთება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობის ეროვნული დეპარტამენტის სავაჭრო კომისარმა ჯუდიტ სლაიტერმა საქართველო-გაერთიანებული სამეფოს ბიზნეს ფორუმის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი ბიზნეს ფორუმი ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ბოლო თვეების განმავლობაში.

როგორც ჯუდიტ სლაიტერმა აღნიშნა, ფორუმი აერთიანებს გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს ბიზნესებს, რათა მათ კიდევ ერთხელ ნახონ, როგორ არის შესაძლებელი ერთად მუშაობა ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, რომელიც ისედაც ძალიან კარგად ვითარდება.

„საქართველოს მე-7 პოზიცია მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში“ აქ ჩამოსული ბიზნესებისთვის ძალიან მიმზიდველია. მათ სურტს ის კონკრეტული სარგებელი მიიღონ, რაც ამ გარემოებებს მოაქვს. უნდა ვთქვა, რომ ამავე რეიტინგში დიდი ბრიტანეთი საქართველოს ერთი პოზიციით ჩამორთება და მერვე ადგილიზეა. ჩვენ ძალიან გვინდა დღევანდელი ფორუმი ახალი შესაძლებლობების მოსაძებნად და ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაზრდისთვის გამოვიყენოთ“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობის ეროვნული დეპარტამენტის სავაჭრო კომისარმა ჯუდიტ სლაიტერმა.

მისი თქმით, საქართველოში ბრიტანელი ბიზნესებისთვის მოხვედრა ძალიან ადვილია, რასაც თავის მხრივ ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები. ამასთან, ჯუდიტ სლაიტერის თქმით, საქართველო გამორჩეული ქვეყანაა თავისი სტუმართმოყვარეობით, ქართული ღვინითა და სამზარეულოთი.

„ჩვენ გვინდა, რომ აქ უფრო მეტი ბრიტანული ბიზნესი ჩამოვიდეს, მოიძიონ ადგილობრივი პარტნიორები და მეტი გაიგონ ადგილობრივ ბაზარზე. გარდა ამისა, საქართველოში ძალიან კარგად განვითარებული ციფრული ეკონომიკაა და ადვილია ბიზნესის კეთება. ასე რომ, ნამდვილად მოვუწოდებთ ბრიტანულ ბიზნესს, ჩამოვიდნენ საქართველოში, მიიღონ მეტი ინფორმაცია, ჩადონ აქ ინვესტიცია და აწარმოონ ბიზნესი“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობის ეროვნული დეპარტამენტის სავაჭრო კომისარმა ჯუდიტ სლაიტერმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა