logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და ეკონომიკური ინტეგრაცია საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია
ნათია თურნავა: საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და ეკონომიკური ინტეგრაცია საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია
12:49 03.12.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველო - გაერთიანებული სამეფოს ბიზნესფორუმის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ფორუმს, რომელიც სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა, ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენელთა გარდა, ბრიტანეთის მთავრობის სავაჭრო კომისიის წევრი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ჯუდიტ სლაიტერი დაესწრო.

ფორუმის მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე, მაღალ საერთაშორისო რეიტინგებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და ეკონომიკური ინტეგრაცია საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით ისეთი საშუალებებით, როგორებიცაა ვაჭრობის ხელშეწყობა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და ინვესტიციების წახალისება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს თანამშრომლობასა და ინტეგრაციის პროცესს ევროპულ ეკონომიკებთან. ეკონომიკური ინტეგრაციის პოლიტიკა ხელს შეუწყობს ვაჭრობისა და ინვესტიციების ნაკადს, ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარებას და პოლიტიკის კოორდინაციას და ეფექტური გადაწყვეტილების მიღებას,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავს კიდევ უფრო გაზარდოს უცხოური კაპიტალის შემოდინება საქართველოს ეკონომიკაში, რადგან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის ეკონომიკური ზრდის, ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის მნიშვნელოვანი წყარო. ამავე დროს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების ხარისხობრივ გაუმჯობესებასა და დივერსიფიკაციას, რითაც ის უფრო მომგებიანი გახდება პროდუქტიულობისა და ექსპორტის ხელშესაწყობის თვალსაზრისით.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს აქვს მყარი საფუძველი, რომ გახდეს რეგიონალური ჰაბი. მისი თქმით, სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება და ლოგისტიკური ცენტრების განვითარება, შუამავალი რგოლი ევროპასა და აზიაში შემოსული საქონლის გადამუშავებისა და წარმოებისთვის, განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა, ღია ენერგეტიკული ბაზარი, - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ შესაძლებლობებისა, რომელსაც საქართველო სთავაზობს პოტენციურ ინვესტორებს.

ფორუმზე ასევე სიტყვით გამოვიდა გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა