logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ვახტანგ ჭარაია TANAP-ზე: საქართველო იღებს გაზრდილ ენერგო-უსაფრთხოებას, იმტკიცებს დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორის სტატუსს, იღებს გაზრდილ ეკონომიკურ უსაფრთხოებას
ვახტანგ ჭარაია TANAP-ზე: საქართველო იღებს გაზრდილ ენერგო-უსაფრთხოებას, იმტკიცებს დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორის სტატუსს, იღებს გაზრდილ ეკონომიკურ უსაფრთხოებას
18:59 01.12.2019
"შესაბამისი აღნიშვნის გარეშე ჩაიარა TANAP-ის პროექტის ამუშავებამ, რომლის სრულფასოვანი ამოქმედებისათვის შესაბამის სამუშაოებს ბოლო 7 წლის განმავლობაში ერთობლივი ძალებით: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ევროკავშირი ახორციელებდნენ, ძირითადად ამ უკანასკნელის ენერგოდივერსიფიცირების კონტექსტში”,- ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს.

ჭარაია პროექტის ამოქმედებით მიღებულ სიკეთეებზე საუბრობს.

"ევროკავშირისთვის კარგი სამსახურის გაწევის გარდა, არ უნდა გამოგვრჩეს რომ TANAP-ის ამოქმედებით:

- 2023 წლისთვის საქართველოს მიერ მიღებული უფასო ბუნებრივი აირის მოცემულობა დღევანდელთან შედარებით პრაქტიკულად 5-მაგდება, მათ შორის მხოლოდ TANAP-ის გზით (23 მილიარდი კუბური მეტრის გატარებისთვის) საქართველო მიიღებს - 1.15 მილიარდ კუბურ მეტრს, დღევანდელი მოხმარების დაახლოებით ნახევარს; 2026 წლისთვის მაჩვენებელი 1.5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება (31 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარებისთვის); საბოლოოდ კი დაგეგმილია TANAP-ის გამტარუნარიანობის 60 მილიარდ კუბურ მეტრამდე აყვანა, რაც საქართველოსთვის 3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებვირი აირის უსასყიდლოდ გადმოცემას გულისხმობს, საქართველოს დღევანდელ მოხმარებაზე - 1.4-ჯერ მეტს.

ცნობისთვის, დღეისთვის საქართველო ტრანზიტის სანაცვლოდ დაახლოებით 300 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს იღებს უსასყიდლოდ, პლიუს მონეტარული ფორმით სომხეთში გატარებული ტრანზიტის 10%-ის ეკვივალენტს (დაახლოებით 130 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ღირებულებას). 2018 წლის მონაცემებით საქართველომ 2.2 მილიარდი მეტრკუბი ბუნებრივი აირი მოიხმარა, მათ შორის: საყოფაცხოვრებო დანიშნულების - 851 მილიონი; თბოელექტროსადგურებმა - 489 მილიონი; ავტოგასამართმა სადგურებმა - 229 მილიონი, დანარჩენი კი - არასაყოფაცხოვრებო სექტორის წილია.
რაც შეეხება მომწოდებლებს: 97% აზერბაიჯანზე მოდის (უსასყიდლო გაზის ჩათვლით), უმნიშვნელოა რუსეთის (1.7%) და ადგილობრივი მოპოვების წილი (0.4%).

დასკვნა: საქართველო იღებს გაზრდილ ენერგო-უსაფრთხოებას; საქართველო იღებს გაზრდილ ეკონომიკურ უსაფრთხოებას; საქართველო იმტკიცებს დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორის სტატუსს” ,- წერს ვახტანგ ჭარაია
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა