logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შოთა გულბანი TANAP-ზე: ტრანს-ანატოლიური მილსადენის მშენებლობით, 2023 წლისთვის საქართველო წელიწადში 1,1 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს სატრანზიტო წილის სახით მიიღებს
შოთა გულბანი TANAP-ზე: ტრანს-ანატოლიური მილსადენის მშენებლობით, 2023 წლისთვის საქართველო წელიწადში 1,1 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს სატრანზიტო წილის სახით მიიღებს
18:40 01.12.2019
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის (TANAP) პროექტის დაწყებით ისტორიული მომენტის მომსწრე გავხდით. თავისი ეკონომიკური, ენერგოუსაფრთხოების და გეოპოლიტიკური შინაარის მიხედვით პროექტი საქართველოს ბევრ სარგებელ უქადის. მათ შორისაა გაზრდილი წილი გატარებული ბუნებრივი აირიდან. კერძოდ,- ამის შესახებ ეკონომიკური ექსპერტი შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ პროექტით კიდევ უფრო მტკიცდება საქართველოს გეოპოლიტიკური როლი და უსაფრთხოების საკითხი, რასაც ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ.

,,გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის (TANAP) პროექტის დაწყებით ისტორიული მომენტის მომსწრე გავხდით. თავისი ეკონომიკური, ენერგოუსაფრთხოების და გეოპოლიტიკური შინაარის მიხედვით პროექტი საქართველოს ბევრ სარგებელ უქადის. მათ შორისაა გაზრდილი წილი გატარებული ბუნებრივი აირიდან. კერძოდ: აქამდე „შაჰდენიზის“ გაზსადენით, საიდანაც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთს მიეწოდება გაზი, საქართვეო გატარებული გაზის 5%-ს ღებულობს, რაც 300 მილიონი კუბური მეტრი გაზია, ხოლო ტრანს-ანატოლიური მილსადენის მშენებლობით, რომლითაც აზერბაიჯანული გაზი უკვე ევროპას მიეწოდება საქართველოსა და თურქეთის გავლით, 2023 წლისთვის საქართველო წელიწადში 1,1 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს სატრანზიტო წილის სახით მიიღებს. ამ პერიოდისათვის მილსადენის გამტარუნარიანობა 23 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს, ხოლო დასაწყისისთვის ბუნებრივი აირის გამტარუნარიანობა 16 მილიარდი კუბური მეტრი იქნება.

ამ პროექტით კიდევ უფრო მტკიცდება საქართველოს გეოპოლიტიკური როლი და უსაფრთხოების საკითხი, რასაც ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ. კერძოდ, TANAP-ის პროექტის გაგრძელება ტრანს-ადრიატიკული მილსადენია, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთის და ალბანეთის გავლით განახორციელებს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას სამხრეთ იტალიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენთან რაიმე საფრთხე შეექმნა მილსადენს მაგალითად აგრესორი ქვეყნის მხრიდან, პრობლემა შეექმნება ევროპის მნიშვნელოვან ნაწილს ბუნებრივი აირით მომარაგების ნაწილიში, რაც დამატებითი გარანტიაა ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ეხლა უნდა დავჯდეთ და კარგად მოვიფიქრთ, საქართველოში დარჩენილი გაზის წილით როგორ ვისარგებლოთ მაქსიმალურად ეფექტურად”,- წერს შოთა გულბანი.

შეგახსენებთ, რომ პროექტის ინაუგურაცია გუშინ შედგა. პროექტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივად დააჭირეს ხელი სიმბოლურ ღილაკს, რომლითაც ბუნებრივი აირის ნაკადი აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით ამ პროექტის ფარგლებში პირველად გაეშვა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა