logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ჩვენი მთავარი ამოცანაა, როგორ დასაქმდეს მეტი ადამიანი და ჰქონდეს ღირსეული შემოსავლის მიღების შესაძლებლობა
ნათია თურნავა: ჩვენი მთავარი ამოცანაა, როგორ დასაქმდეს მეტი ადამიანი და ჰქონდეს ღირსეული შემოსავლის მიღების შესაძლებლობა
06:51 30.11.2019
„ჩვენი მთავარი, საბოლოო ამოცანაა, როგორ დასაქმდეს მეტი ადამიანი და ჰქონდეს ღირსეული შემოსავლის მიღების შესაძლებლობა - იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას.

ნათია თურნავას ინფორმაციით, მთავრობა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით აქტიურად მუშაობს, რასაც მოწმობს დღევანდელი ინიციატივაც - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, რომელიც მინიმუმ 2500 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

„ასევე ძალიან ბევრი სხვა ინიციატივაა აქეთკენ მიმართული. ჩვენი მუშაობის ხარისხი და წარმატება, საბოლოო ჯამში, მხოლოდ იმით გაიზომება, რამდენი დასაქმებული ადამიანი შევძინეთ საქართველოს, რამდენ ოჯახს გაეზარდა შემოსავალი სამეწარმეო, ან დაქირავებული საქმიანობიდან თუ მცირე ბიზნესიდან. ყოველგვარი გადაჭარბების გამო ვამბობ, რომ ეს არის ჩვენი მთავარი კრიტერიუმი“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ინტერვიუს დროს ეკონომიკის მინისტრმა ვრცლად ისაუბრა დასაქმების კუთხით პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ინიციატივაზე.

მინისტრის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა რევოლუციურია და საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ ღირსეული დასაქმების ლეგალური შესაძლებლობების გაჩენისკენა არის მიმართული.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში, რომელიც იყო ყოვლისმომცველი ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტით, მე, როგორც ეკონომიკის მინისტრი, აქცენტს დასაქმების ნაწილზე გავაკეთებ, რომელიც მართლაც რევოლუციურია, თუ ამას ობიექტურად და ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურის გარეშე შევხედავთ და გავაანალიზებთ. ეს არის ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეული დასაქმების ლეგალური შესაძლებლობების გაჩენა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ე.წ. ცირკულარული მიგრაციის უფლება არის ის, რისთვისაც ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ ვიბრძოლეთ და 2014 წელს ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, მის საფუძველზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია. ჩვენ თავს ვგრძნობთ საერთო ევროპული სახლის ნაწილად და მოდით, რეალურადაც გავხდეთ მისი ნაწილი, რომ დღეს, თუ ადამიანს ენდომება დასაქმება რომელიმე ევროპულ, განვითარებულ თუ ნაკლებად განვითარებულ სახელმწიფოში, ჰქონდეს ამის გაკეთების ღირსეული იურიდიული გზა და ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება ვიცავდეთ საკუთარ მოქალაქეს და მის შრომით უფლებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, მოსახლეობას მეტი ახსნა სჭირდება, თუ რა იგულისხმება ამ ინიციატივის მიღმა. მან ასევე განმარტა ტერმინი „ცირკულარული მიგრაცია“ და აღნიშნა, რომ ეს არის დროებითი დასაქმება და ადამიანი გარკვეული პერიოდის შემდეგ ბრუნდება უკან, თავის ქვეყანაში. ამასთან, ისინი სარგებლობენ ყველა იმ უფლებით, რომლიც აქვთ იმ ქვეყნის მოქალაქეებს. შემოსავლის გარდა, იძენენ ცოდნას, უნარ-ჩვევებს და გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ ცოდნას თავისი ქვეყნის ეკონომიკას ახმარებენ.

„თუმცა, ვფიქრობ, ჩვენ არ უნდა გამოვიგონოთ ველოსიპედი და მოდით, დავეყრდნოთ სხვა ევროპული ქვეყნების პრაქტიკას, რომელიც მიღებულია და აღიარებული წარმატებულ პრაქტიკად. ეს პოლიტიკა ძალიან წარმატებით განახორციელა თუნდაც პოლონეთმა, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინიტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა