logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან კარანაძე EUROCONTROL-ის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
ლევან კარანაძე EUROCONTROL-ის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
17:36 29.11.2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. კენჭისყრა, ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს შედგა. EUROCONTROL-ის წევრი სახელმწიფოების მიერ, საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით ესპანეთის საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენელი იქნა არჩეული, ხოლო ვიცე-პრეზიდენტების პოსტზე საქართველოს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს დაუჭირეს მხარი.

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის საბჭო წარმოადგენს უწყების ერთ-ერთ მმართველ რგოლს, რომელიც უზრუნველყოფს EUROCONTROL-ის მიერ განსაზღვრული პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის აღსრულებას. საბჭოს წევრები არიან ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებების პირველი პირები, რომლებიც წელიწადში ორჯერ, წამყვანი საავიაციო ორგანიზაციების (ICAO, ECAC, IATA, EASA და სხვ.) წარმომადგენელებთან ერთად იკრიბებიან.

ლევან კარანაძე ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ორი წლის ვადით აირჩიეს. EUROCONTROL-ის გენერალურმა დირექტორმა იმონ ბრენანმა ქართულ მხარეს კენჭისყრის შედეგები მიულოცა და წარმატებები უსურვა. ორგანიზაციის პირველი პირის შეფასებით, საქართველოს, როგორც წარმატებული წევრი სახელმწიფოს ჩართულობა ორგანიზაციის მმართველი რგოლის საქმიანობაში, ორივე მხარისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანი იქნება.

საქართველო EUROCONTROL-ის წევრი ქვეყანა 2014 წელს გახდა. ორგანიზაცია 41 წევრ სახელმწიფოს დახმარებას უწევს, საჰაერო მართვის სისტემის არქიტექტურის გარდაქმნასა და თანამედროვე სტანდარტების სააერნაოსნო მომსახურების დანერგვაში. გარდა ამისა, EUROCONTROL-ი ორიენტირებულია ევროპის საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდასა და მოქნილ სარგებლობაზე, სამოქალაქო და სამხედრო ავიაციას შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაზე, ეფექტური, გარემოსადმი კეთილსასურველი, ინოვაციური პროექტების შეთავაზებაზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა