logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ვახტანგ ჭარაია: პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ მინიმუმ 150 მილიონი ლარის შემოსავალს და რამდენიმე ათას ახალ სამუშაო ადგილს მოიტანს
ვახტანგ ჭარაია: პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ მინიმუმ 150 მილიონი ლარის შემოსავალს და რამდენიმე ათას ახალ სამუშაო ადგილს მოიტანს
17:09 29.11.2019
ორგანიზაცია „სექტორი 3“ - ის ექსპერტის, ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ მინიმუმ 150 მილიონი ლარის შემოსავალს და რამდენიმე ათას ახალ სამუშაო ადგილს მოიტანს.

პროექტის პრეზენტაცია დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ერთად გამართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სოციალურ ქსელ „Facebook“ – ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, ვახტანგ ჭარაიამ იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა თავისი პოზიტიური ქმედებით კიდევ უფრო აქტიურად შეუწყობს ხელს ბიზნესის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, შედეგად კი - ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.

„იმ ფონზე, რომ საქართველოში უმუშევრობა წლების განმავლობაში ნომერ პირველ პრობლემად ცხადდება (12.7%), ხოლო უცხოურ ინვესტიციებში ახალი გამოწვევებია მთელი რეგიონის მასშტაბით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ განაგრძოს პროაქტიული ქმედებები ბიზნესის დასაინტერესებლად. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს შეთავაზებები ხელმისაწვდომი იყოს არამხოლოდ თბილისსა და სხვა უკვე ჩამოყალიბებულ რეგიონულ ცენტრებში (უცხოური ინვესტიციების 81% მხოლოდ თბილისზე მოდის), არამედ მათ ფარგლებს გარეთაც, რათა ინკლუზიურობის და გადანაწილების პრინციპები იყოს დაცული,“ - აღნიშნავს ექსპერტი.

მისი თქმით, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ საქართველოს ჯერ კიდევ გააჩნია სხვადასხვა მასშტაბის მრავალი საპრივატიზაციო ობიექტი, რომლებიც რაც შეიძლება ოპერატიულად უნდა გასხვისდეს.

„თუმცა, საპრივატიზაციო ობიექტების გარდა საინტერესო იქნება სახელმწიფომ ბიზნესს აგრეთვე ბიზნეს პროექტებიც შესთავაზოს, საუკეთესო შემთხვევაში კი კლასტერული განვითარების ჭრილში წარმართოს თავისი საქმიანობა,“ - განაცხადა ორგანიზაცია „სექტორი 3“ - ის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა