ამის შესახებ დავით სონღულაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
განაცხადა.
„ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმისთვის, რომ ლარზე წნეხი მოიხსნას, სხვა შემთხვევაში იმ რეფორმებმა რაც გატარდა დედოლარიზაციის ნაცვლად დელარიზაცია გამოიწვია, რადგან დეპოზიტები კურსის გამო რაც ლარში იყო, ისიც დოლარში გადავიდა, სესხები გაიცემა ლარში და საკმაოდ დიდი დაწოლა არის ლართან მიმართებით. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ის რაც პრობლემას ჰქმნის მოწყვლად ფენასთან მიმართებით ცხადია, 100 ათას ლარიანი ზღვარით იკეტება. რაც შეეხება იპოთეკური სესხების ნაწილს - საქართველოში იპოთეკური სესხები არის 11 % მშპ-სთან მიმართებით, მაშინ როცა აღმოსავლეთ ევროპაში არის საშუალოდ 18-19%-მდე ხოლო დასავლეთ ევროპაში ადის 40%-მდე. აქაც არ ჩანს რომ პრობლემა შეიქმნას, რადგან ფასები უძრავ ქონებაზე არ არის გაბერილი. გარდა ამისა, საპროცენტო განაკვეთი ვალუტაში საკმაოდ დაბალია, ამიტომ ვფიქრობ, ეს დააბალანსებს ლარის კურსს და კიდევ უფრო მეტად დაწევს ქვევით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

















