ინფლაციასთან მიმართებაში ფინანსთა სამინისტროს გეგმებით დარგობრივი ეკონომიკისა
და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი მინისტრის საათზე ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის გამოსვლისას.
„თქვენ ხედავთ, რომ წელს საკმაოდ მძიმე სურათი გვაქვს ინფლაციასთან მიმართებაში. მიზნობრივს საკამოდ გასცდა - 7%-მდე არის დღეს და მაინტერესებს რა გეგმები აქვს თვითონ ფინანსთა სამინისტროს. ჩვენ ვიცით, რომ თავის მხრივ ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება, რომ ყველა იმ მექანიზმს, ინსტრუმენტს იყენებს, რაც მათ გააჩნია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არ არის საკმარისი“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რამდენად აქვს სამინისტროს გათვლილი რისკ-ფაქტორები და იქნება თუ არა ანალოგიური რისკები შემდეგ წელს ინფლაციასთან დაკავშირებით და რა ნაბიჯები იქნება გადადგმული სამინისტროს მხრიდან.
ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, საინტერესოა ასევე ლარის კურსთან დაკავშირებით საკითხი, რომელიც ასევე აქტუალურია და გამოწვევაა ჩვენი საზოგადოებისთვის.
„ვიცით, რომ თითქმის 3-ის ნიშნულთან მივიდა ლარი დოლართან მიმართებაში და ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა ჩვენი ეკონომიკისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის და ამ მიმართულებით ხართ თუ არა აქტიურ კომუნიკაციაში ეროვნულ ბანკთან და რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ, რომ ეს პრობლემა იქნეს გადაჭრილი?“ - მიმართა ირაკლი მეზურნიშვილმა ფინანსთა მინისტრს.

















