logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
12:06 28.11.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საკრედიტო-საგარანტიო სქემასთან დაკავშირებით დეპუტატ ლევან კობერიძის მიერ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს და განცხადებას ავრცელებს.

"საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამა კიდევ ერთხელ იქცა დეპუტატ ლევან კობერიძის მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მისი ხელმძღვანელობის კრიტიკის საფუძველი.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ რამდენჯერმე მოვისმინეთ არათანამიმდევრული და სიმართლეს მოკლებული დეზინფორმაცია - ბატონმა დეპუტატმა ჯერ აღნიშნული სქემის ამოქმედებისთვის განსაზღვრული საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში დაგვადანაშაულა, შემდეგ პოზიცია 180 გრადუსით შეცვალა და პირიქით, უმოქმედობაში დაგვდო ბრალი. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ადგილი აქვს დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობას.

დარწმუნებულები ვართ, მოსახლეობისთვის ნათელია, რომ დეპუტატს მხოლოდ პოლიტიკური მოტივები ამოძრავებს და არა ბიზნესის მხარდაჭერის სურვილი. თუმცა, ამის მიუხედავად, საჭიროდ მივიჩნიეთ აღნიშნული საკითხი უკეთ განვმარტოთ: საკრედიტო-საგარანტიო სქემა წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც კომპლექსური პროექტია და ფინანსებზე წვდომას გაუმარტივებს იმ მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა სესხის ასაღებად.

აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს სსიპ „აწარმოე საქართველოში.“ სწორედ ნათია თურნავას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად მოსვლის შემდეგ დაჩქარდა მოლაპარაკება კომერციულ ბანკებთან, რომელიც 2019 წლის 25 ივლისს სააგენტოსა და 12 წამყვან ბანკს შორის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დასრულდა. ამჟამად დასკვნით ეტაპზეა ინფორმაციის გაცვლის ელექტრონულ პროგრამაზე მუშაობა, რომელიც სატესტო რეჟიმში გაეშვება.

პარალელურად, როგორც მინისტრმა, ასევე სამინისტროს სხვა პასუხისმგებელმა პირებმა გამართეს არაერთი საინფორმაციო შეხვედრა თბილისსა და რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან და საკრედიტო-საგარანტიო სქემის მთავარი უპირატესობები გააცნეს.

ამდენად, პირიქით, მივმართავთ ბატონ დეპუტატს, თუკი მას აქვს ინფორმაცია ისეთ პროექტებზე, რომლებმაც შეიძლება საკრედიტო-საგარანტიო სქემით ისარგებლონ, მოგვწეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვუწოდებთ მას, სანამ საჯარო განცხადებებს გააკეთებს და ჩვენი საქმიანობის შესახებ დეზინფორმაციას გაავრცელებს, მოგვმართოს თუნდაც სადეპუტატო შეკითხვით, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია და ჩვენ მას მივაწვდით სრულ ინფორმაციას ჩვენს კომპეტენციას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პარლამენტის დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემის პროგრამით არც ერთი პროექტი განხორციელებული არ არის და ფონდის თანხები აუთვისებელია.

"20 მილიონი არის უკვე ბიუჯეტში ასახული, მცირე და საშუალო ბიზნესი ელოდება, რომ ეს პროგრამა დაიწყოს და ერთი პროექტიც კი არაა განხილული და დაწყებულიც კი არაა ამ პროექტების ათვისება. უკვე დეკემბერი დაიწყო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ პრაქტიკულად, ჩააგდეს ეს პროექტი",- აღნიშნა დეპუტატმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა