logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„საქაერონავიგაციის“ თანამშრომელი EUROCONTROL-ის ორ მნიშვნელოვან პოზიციას ჩაიბარებს
„საქაერონავიგაციის“ თანამშრომელი EUROCONTROL-ის ორ მნიშვნელოვან პოზიციას ჩაიბარებს
16:12 27.11.2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციის” შემოსავლების აღრიცხვისა და კონტროლის განყოფილების უფროსი, თეონა ერქომაიშვილი 2019 წლის 27 ნოემბრიდან ევროპის სააერნაოსნო უსაფრთხოების ორგანიზაციის ორ მნიშვნელოვან პოზიციას გადმოიბარებს - EUROCONTROL-ის მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელთა გაფართოებული კომიტეტის 113-ე სხდომაზე თეონა ერქომაიშვილი გაფართოებული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის და მარშრუტზე სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელთა სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2 წლის ვადით იქნა არჩეული. ის თავმჯდომარეობის პერიოდში 10-ზე მეტ შეხვედრას გაუწევს ორგანიზებას.

აღნიშნული კომიტეტი EUROCONTROL-ის აღმასრულებელი ორგანოა, რომელიც სანავიგაციო მომსახურების მოსაკრებლის სისტემის ოპერირების ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი, ის ადგენს და ზედამხედველობს ტარიფების სქემას და შედგება EUROCONTROL-ის წევრი ქვეყნების საავიააციო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. რაც შეეხება მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელთა სამუშაო ჯგუფს - ის შედგება გაფართოებული კომიტეტის წევრების, დამკვირვებლების და მარშრუტზე სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელების ცენტრალური ოფისის წარმომადგენლებისგან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციის” გენერალური დირექტორის, გოჩა მეზვრიშვილის განცხადებით, თეონა ერქომაიშვილის აღნიშნულ პოზიციებზე დანიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც „საქაერონავიგაციისთვის“, ასევე მთლიანად საქართველოსთვის, რომელიც EUROCONTROL-ის წევრი ქვეყანა 2014 წელს გახდა. მისი თქმით, „საქაერონავიგაციის“ თანამშრომლის ასეთ პოზიციაზე დანიშვნა ხელს შეუწყობს აღნიშნულ სისტემაში საქართველოს პოზიციის მეტად გამყარებას.

„მოხარული ვარ, რომ საქართველო საავიაციო კუთხით, ასე წარმატებით არის ინტეგრირებული ევროპულ სტრუქტურებში. მინდა, დიდი წარმატება ვუსურვო თეონას, იმედი მაქვს, რომ ის გახსნის დიალოგს სააერნაოსნო სერვისის პროვაიდერებისთვის პრობლემურ საკითხებზე და თავის წვლილს შეიტანს აღნიშნული სისტემის გაუმჯობესებასა და დახვეწაში. აქვე მსურს დავამატო, რომ ჩვენ ევროპის ევროპის საავიაციო ორგანიზაციებში არაერთი თანამშრომელი გვყავს წარგზავნილი და ძალიან კარგი რეპუტაციით ვსარგებლობთ. სულ ცოტა ხნის წინ, „საქაერონავიგაციის“ საჰაერო სივრცის ორგანიზების განყოფილების უფროსი ევგენი თავაძე ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის ოფისის მიერ ორგანიზებული საჰაერო მარშრუტების განვითარების მუდმივმოქმედი ჯგუფის თავმჯდომარედ 4 წლის ვადით აირჩიეს. ასე რომ, ევროპულ ოჯახში ჩვენ ვართ ძალიან კარგი კონტრიბუტორები და წარმატებული ორგანიზაცია, ამ მხრივ ქვეყანას საამაყო ნამდვილად აქვს” - აღნიშნა გოჩა მეზვრიშვილმა.

აღნიშნული პოზიციების დაკავება მომდევნო 2 წლის განმავლობაში დიდ გამოწვევებსა და შესაძლებლობებთან ერთად, უზარმაზარ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. თეონა ერქომაიშვილს, როგორც ექსპერტს, ენიჭება გაფართოებული კომიტეტის პრეზიდენტთან თანამშრომლობის, შეხვედრების წინასწარ შემუშავებული განრიგის მიყოლის, ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრების ხელმძღვანელობის და დისკუსიის ეფექტიანად მართვის პასუხისმგებლობა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ეს არის დიდი შანსი, კიდევ უფრო მკვეთრად დაფიქსირდეს „საქაერონავიგაციის“ პოზიცია აღნიშნული სისტემის ფუნქციონირებისა და მის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა