logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება
მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება
12:44 27.11.2019
მომავალი, 2020 წლის თბილისის ბიუჯეტი და მომავალი წლის განმავლობაში განსახორციელებელი მთლიანი პროექტების ჯამი, დაახლოებით, მილიარდ 300 მილიონს შეადგენს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„მას შემდეგ, რაც საქმიანობას შევუდექით, ჩვენი ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, რაც ვფიქრობ, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება იქნება. ქალაქში ძალიან ბევრი პრობლემა და გამოწვევა გვაქვს, თუმცა მათ არ უნდა შევუშინდეთ. პირიქით, ჩვენი ენთუზიაზმითა და შემართებით, შევძლებთ, ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს და გადავლახოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც დედაქალაქის აწუხებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 2018 წელს თბილისის ბიუჯეტი 920 მილიონს შეადგენდა, ხოლო 2019 წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონს აწევდა.

„რაც შეეხება 2020 წელს განსახორციელებელ პროექტებს და გამოყოფილ თანხას, ის დაახლოებით,მილიარდ 300 მილიონს შეადგენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა და დარწმუნებული ვარ, ბევრ საინტერესო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. არის ორი ძირითადი მიმართულება - ქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტები და ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვყავს ბევრი ოჯახი, რომელთაც ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მოქალაქეებს ყველანაირად შევუწყოთხელი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, თბილისის მერის განცხადებით, უკვე დაწყებულია და გაზაფხულზე დასრულდება მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანისქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა; ასევე, დაწყებულია ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ასევე, გაზაფხულზე სრულდება; 2020 წელს განხორციელდება საბურთალოსა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაციის პროექტი; იგეგმება აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და ქეთევან წამებულის გამზირების სრული რეაბილიტაცია.

„არ შემიძლია, არ შევეხო გამგეობების მიმართულებებს. ბიუჯეტი ამ შემთხვევაშიც, გაზრდილი იქნება, რათა გამგეობებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავიანთ რაიონებში იმაზე მეტი პროექტი განახორციელონ, ვიდრე აქამდე განხორციელებულა. საკრებულოსთან კომუნიკაცია უკვე დაწყებული გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ბიუჯეტით, რომელიც დამტკიცებული იქნება, გავალამაზებთ ქალაქს და ყველა იმ პრობლემას მოვაგვარებთ, რომელიც ქალაქს აწუხებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, ბიუჯეტის პროექტის განხილვაში აქტიურად ჩაერთონ და არსებული შენიშვნები წარმოადგინონ.

თბილისის მერიის მიერ ინიცირებული მომავალი წლის ბიუჯეტი მილიარდ 20 მილიონი იქნება, რომელსაც დაახლოებით, 60-დან 80 მილიონამდე გარდამავალი ნაშთი დაემატება. აღნიშნულ თანხას ემატება ასევე, 200 ავტობუსისთვის განკუთვნილი ფინანსური რესურსი - დაახლოებით, 65 მილიონი ევროს ოდენობით. პროექტს მუნიციპალიტეტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან(EBRD) ერთად ახორციელებს. აღნიშნული ავტობუსები 12-მეტრიანი იქნება, რომელიც ქალაქში არსებულ ძველ ავტობუსებს ჩაანაცვლებს.

მერიის პრესსამსახურისა ინფორმაციით, რაც შეეხება სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ თანხებს, საბიუჯეტო ხარჯები დაახლოებით, იმავე დონეზე შენარჩუნდება. კერძოდ, თუ ის 2019 წელს 336 მილიონს შეადგენდა, მისი ოდენობა მომავალ წელს 338 მილიონი იქნება. ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით კი მთლიანი ხარჯები ავტობუსების ჩანაცვლების ჩათვლით, წლევანდელი ხარჯებისგან საგრძნობლად განსხვავებული იქნება. ასევე, მნიშვნელოვანი რესურსი იქნება მობილიზებული რაიონების მასშტაბით. გამგეობების დაფინანსება საგრძნობლად გაიზრდება, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ რაიონების, მათ შორის, გარეუბნების დონეზე, 2020 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი საგზაო და კეთილმოწყობის ღონისძიებები შესრულდეს. ასევე, დაახლოებით, 15-16 მილიონით გაიზრდება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ დაფინანსება.

2020 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის განხილვას დედაქალაქის საკრებულო მომავალი თვიდან დაიწყებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა