logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმს შეხვდა
ნათია თურნავა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმს შეხვდა
12:22 27.11.2019
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის რეგულირების დახვეწაზე, ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მომსახურების ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვაზე, აგრეთვე ქართველი მეზღვაურებისთვის საერთაშორისო შრომის ბაზრის კიდევ უფრო მეტად გახსნასა და მსოფლიოს წამყვან გემთმფლობელ კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობაზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კიტაკ ლიმმა. შეხვედრა საქართველოს დელეგაციის აღნიშნული ორგანიზაციის ყოველწლიური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. მას ასევე დაესწრნენ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში თამარ ბერუჩაშვილი.

შეხვედრაზე ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აღნიშნული გაერთიანება იჩენს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სექტორის რეფორმირების მიმართულებით. მინისტრის თქმით, საქართველო, მართალია, საზღვაო ქვეყანაა, მაგრამ მისი საპორტო ინფრასტრუქტურა, ისევე როგორც საზღვაო დარგის სპეციალობებზე სწავლებისა და შემდგომ უკვე დასაქმების სისტემა მუდმივ პროგრესს განიცდის. „საქართველოს მთავრობა, პარტნიორ ქვეყნებთან და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, ახორციელებს მნიშვნელოვან პროგრამებს და პროექტებს, რომელთა მიზანსაც ადგილობრივ საზღვაო ტრანსპორტის სისტემაში მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა და ჩვენი ქვეყნის, როგორც შავ ზღვაზე საზღვაო სერვისების ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებლის, კონკურენტუნარიანობის ამაღლება წარმოადგენს. ამ მხრივ, მხარდაჭერა, რომელსაც ვიღებთ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციიდან, მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

თავის მხრივ, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმაც დადებითად შეაფასა მიმდინარე პროექტები საქართველოს მხარესთან და აღნიშნა, რომ საქართველო კარგი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ დიდ წარმატებას შეიძლება მიაღწიოს ქვეყანამ, რომელიც თანამიმდევრულ რეფორმებს ახორციელებს. მან ასევე პოზიტიურად შეაფასა საერთაშორისო საზღვაო ფორუმების ბათუმში ჩატარების ტრადიცია, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და უკვე იქცა მნიშვნელოვან რეგიონალურ ფორუმად, სადაც მსოფლიო მასშტაბის გემთმფლობელი კომპანიებისა და წამყვანი საზღვაო ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები დარგის განვითარების საკითხებზე მსჯელობენ.

დასასრულს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი ბათუმის ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2020 წელს ბათუმში გაიმართება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა