საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, სამტრედიაში მდებარე ვაგონების შემკეთებელი რეგიონული სამმართველო მუშაობას განაახლებს.
აღნიშნულ თემაზე სამუშაო შეხვედრა სამტრედიაში მიხეილ სააკაშვილმა, „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელმა ირაკლი ეზუგბაიამ და პრეზიდენტის რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში ლაშა მაქაცარიამ საამართველოს თანამშრომლებთან გამართეს.
როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, საწარმო სარკინიგზო გადაზიდვების ორგანიზებას მოემსახურება.
მისივე თქმით, სამმართველოს აღსადგენად მომავალი წლის ბიუჯეტში 40 მლნ ლარია გათვალისწინებული, რომელიც საწარმოს გადაიარაღებას და თანამშრომლების გადამზადებას მოხმარდება.

















