logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გენადი არველაძე:  ჩეხეთთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა ყოველწლიურად ვითარდება
გენადი არველაძე: ჩეხეთთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა ყოველწლიურად ვითარდება
11:38 27.11.2019
ჩეხეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ჩეხეთის ტუროპერატორებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიება ჩეხეთში საქართველოს საელჩოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და ამ ქვეყნის სავაჭრო - სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილემ ევროკავშირისა და ვაჭრობის საკითხებზე მარტინა ტაუბეროვამ. ღონისძიებას 40 - მდე ტუროპერატორი და ჟურნალისტი დაესწრო.

მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოს ტურიზმის სექტორის ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, აგრეთვე ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და სექტორის შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩეხეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო მიზნობრივმა მარკეტინგულმა კამპანიამ, რომელსაც ჩეხეთში საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს.
„ჩეხეთი საქართველოსთვის რამდენიმე გარემოებითაა საინტერესო. ჯერ ერთი, ყოველწლიურად იზრდება ჩეხი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართ, რასაც ძალიან მივესალმებით. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევისწავლოთ, რა გზა გაიარა ჩეხეთმა, როგორც განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანამ.

ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ, ჩვენი თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ და ასევე ხელი შევუწყოთ ორივე ქვეყნის ბიზნესების თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის სფეროში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

შეხვედრაზე საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჩეხეთის ტუროპერატორებსა და ტურიზმის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებს პრეზენტაცია ჩაუტარა საქართველოს ტურისტული ბაზრისა და მისი შესაძლებლობების შესახებ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა