logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გერმანიასა და ბრაზილიასთან ქართველი მეზღვაურების პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების შესახებ მემორანდუმები გაფორმდა
გერმანიასა და ბრაზილიასთან ქართველი მეზღვაურების პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების შესახებ მემორანდუმები გაფორმდა
18:54 25.11.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა გერმანიასა და ბრაზილიასთან საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობაზე მემორანდუმები გააფორმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის ტრანსპორტისა და ციფრული ინფრასტრუქტურის ფედერალურ სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმი საზღვაო ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, საქართველო გერმანიას განიხილავს როგორც სტრატეგიულ პარტნიორს საზღვაო სფეროში. იმ პროგრამებს შორის, რომელსაც ქვეყნები ახორციელებენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ტექნიკური დახმარებისა და საზღვაო სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების პროგრამა, რაც მომავალში გერმანულ სტანდარტებთან დაახლოვების საშუალებას მოგვცემს.

რაც შეეხება მეორე მემორანდუმს, ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ გააფორმა ბრაზილიის შესაბამის უწყებასთან. საუბარია ბრაზილიასა და საქართველოს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარებაზე, რომელიც ქართველ მეზღვაურებს შესაძლებლობა მისცემს, დასაქმდნენ და იმსახურონ ბრაზილიის დროშის ქვეშ მცურავ კომერციულ გემებზე. რომელთა რიცხვიც, დღევანდელი მდგომარეობით, 766-ს შეადგენს.


მემორანდუმებზე ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ნათია თურნავას ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის რიგით 31-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობს. მინისტრი მოხსენებით გამოვა ორგანიზაციის სესიაზე, სადაც ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს პოტენციალზე და მის კონკურენტულ უპირატესობებზე საზღვაო გადაზიდვის კუთხით, მათ შორის შუა დერეფნის მნიშვნელობასა და საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე. ნათია თურნავა საერთაშორისო საზღვაო საზოგადოებას იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გააცნობს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს და რომელიც უახლოეს მომავალში არსებითად შეცვლის საზღვაო სექტორს ჩვენს ქვეყანაში.


ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უკვე შეხვდა საბერძნეთისა და კვიპროსის საზღვაო ტრანსპორტის კურატორ მინისტრებს, რომლის დროსაც განხილული იყო თანამშრომლობის საკითხები განათლებისა და ქართველი მეზღვაურების დასაქმებას საბერძნეთისა და კვიპროსის გემებზე.


ასევე დაგეგმილია სხვა ორმხრივი შეხვედრების გამართვა საფრანგეთის, აშშ-ს, ესტონეთის, ჰოლანდიის, მალტის და სინგაპურის დელეგაციებთან. გარდა ამისა, ნათია თურნავა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმს შეხვდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა