logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ქართველ მეზღვაურებს შესაძლებლობა ექნებათ ბრაზილიის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმდნენ
ქართველ მეზღვაურებს შესაძლებლობა ექნებათ ბრაზილიის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმდნენ
18:33 25.11.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის რიგით 31-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობს. ორგანიზაციის სესიაზე დაგეგმილია ნათია თურნავას მოხსენებით გამოსვლა, რომლის დროსაც მინისტრი საზღვაო გადაზიდვის კუთხით, საქართველოს პოტენციალზე და მის კონკურენტულ უპირატესობებზე ისაუბრებს. ნათია თურნავა ასევე ყურადღებას გაამახვილებს საზღვაო სფეროში განათლების დამატებითი პროგრამების ინიცირებაზე, მათ შორის, ფოთში საზღვაო აკადემიის ფილიალის გახსნაზე, ასევე უცხო ქვეყნების, განსაკუთრებით, ევროკავშირის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების ლეგალური დასაქმების საკითხებზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ასამბლეის მსვლელობისას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საბერძნეთისა და კვიპროსის საზღვაო ტრანსპორტის კურატორ მინისტრებს უკვე შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო თანამშრომლობის საკითხები განათლებისა და ქართველი მეზღვაურების დასაქმებას საბერძნეთისა და კვიპროსის გემებზე.

ასევე დაგეგმილია სხვა ორმხრივი შეხვედრების გამართვა საფრანგეთის, აშშ-ს, ესტონეთის, ჰოლანდიის, მალტის და სინგაპურის დელეგაციებთან.

გარდა ამისა, ნათია თურნავა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კიტაკ ლიმს შეხვდება და მემორანდუმების ხელმოწერას გერმანიისა და ბრაზილიის მხარეებთან დაესწრება.

სამინისტროს ინფორმაციითვე, აღსანიშნავია, რომ გერმანიას საქართველო განიხილავს როგორც სტრატეგიულ პარტნიორს საზღვაო სფეროში. ქვეყნების თანამშრომლობა აქტიურ ფაზაშია შესული და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. განსაკუთრებით მნიშნველოვანია საქართველოსთვის ტექნიკური დახმარებისა და საზღვაო სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების პროგრამა, რაც მომავალში გერმანულ სტანდარტებთან დაახლოვებას საშუალებას მოგვცემს. ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება გერმანიის გემთმფლობელთა ასოციაციის თავმჯდომარესთან, სადაც მხარეები გერმანული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმების საკითხებს განიხილავენ.

რაც შეეხება ბრაზილიას, დაგეგმილია მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმის ხელმოწერა, რომლის საშუალებითაც ქართველ მეზღვაურებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ და იმსახურონ ბრაზილიის დროშის ქვეშ მცურავ კომერციულ გემებზე, რომელთა რაოდენობაც 760 - ზე მეტია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა