logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: EBRD-ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პორტფელი გააჩნია საქართველოში, რადგან რეფორმების მიმართულებით ჩვენ ლიდერი ქვეყანა ვართ
ნათია თურნავა: EBRD-ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პორტფელი გააჩნია საქართველოში, რადგან რეფორმების მიმართულებით ჩვენ ლიდერი ქვეყანა ვართ
22:34 22.11.2019
ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, EBRD საქართველოს დიდი ხნის პარტნიორია, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პორტფელი გააჩნია ჩვენს ქვეყანაში იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი რეფორმების მიმართულებით.

მისივე თქმით, შესაბამისად, EBRD-ი ყოველთვის სწრაფად და ეფექტურად ახორციელებს ინვესტიციებს და გამოყოფს სესხებს ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
ნათია თურნავას განცხადებით, აღსანიშნავია EBRD-ის მრავალმილიონიანი დახმარება, რომელიც გამოიყო ჩვენი ელექტროგადამცემი ხაზების და გზების რეაბილიტაციისთვის, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისთვის, მაგრამ ასეთ კონკრეტულ მატერიალურ ინფრასტრუქტურასთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია EBRD-ის დახმარება რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით.

„ამასთან, EBRD-ი გვეხმარება და ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ენერგეტიკული რეფორმის განვითარებაში. EBRD -ის დახმარებით ვაკეთებთ აქცენტს განახლებად ენერგიაზე, განსაკუთრებით ქარის ენერგიაზე, მზის ენერგიაზე და არა მხოლოდ ტრადიციულ, ჰიდრო ენერგეტიკაზე. ასევე გვეხმარება ბაზრის ახალი დიზაინის შემუშავებაში - შევქმნათ უფრო კონკურენტული ბაზარი, რომლის გახსნაც პრაქტიკულად წელს დავიწყეთ. გარდა ამისა, გვეხმარებიან სოციალური პოლიტიკის გადაწყობაში იმდგვარად, რომ მოსახლეობის ტარიფების მართვა უკეთესად შეგვეძლოს, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია სოციალურად დაუცველი მომხმარებლების ინტერესების დაცვაზე. ამ მიმართულებით ჩვენ მხოლოდ გავაძლიერებთ თანამშრომლობას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, EBRD -ის მხარდაჭერით მიიღწევა ასევე ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანა, როგორიც არის ქვეყნის ენერგოეფექტურობა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა