logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კაკულია გვენეტაძეს აკრიტიკებს: ქართული კონტექსტი ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო თქვენთვის
კაკულია გვენეტაძეს აკრიტიკებს: ქართული კონტექსტი ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო თქვენთვის
17:00 20.11.2019
„ქართული კონტექსტი ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო თქვენთვის“, - ამ სიტყვებით უპასუხა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

პარლამენტარის განცხადებით, მარტო ოპოზიცია კი არ საუბრობდეს ამ ნაკლოვანებებზე, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

„სამი ფაქტორი მოქმედებს ეკონომიკაზე. ერთია საგარეო ფაქტორი, მეორე არის პოლიტიკური ფაქტორი და ძირითადად ახლა ეს არის ლარის კურსი. ეს პირველი ორი გრძელვადიანზე უფრო მოქმედებს, მაგრამ ლარი ბიზნესის განვითარებაზე და ასე შემდეგ, მოქმედებს უფრო მეტად.

მე გიცნობთ თქვენ, როგორც პროფესიონალს თქვენი საქმის, მაგრამ მრჩება ასეთი შთაბეჭდილება, რომ სამწუხაროდ, თქვენი გადაწყვეტილებები იყო ამ „გაიდლაინების“ გასწვრივ ზუსტად და ყოველთვის არ ითვალისწინებდა საკმარისად იმ კონტექსტს, რომელშიც ეს გაიდლაინები უნდა გაითვალისწინონ.

მე დამრჩა, სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება, რომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც თქვენ გაატარეთ, ყოველთვის იყო სწორი, შესაძლებელია, იმ ინსტიტუტების რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებიც ახლა დეტალებში ვერასდროს ჩამოვლენ და ამ გაიდლაინებს თქვენ მიჰყვებოდით, მაგრამ ქართული კონტექსტი ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო. სამწუხაროდ, მე მინდა გითხრათ, რომ ეს აისახა კიდეც ჩვენს ეკონომიკაზე. ამიტომ ეს გამოწვევა არის ძალიან სერიოზული და ერთხელ და სამუდამოდ ის ადამიანები, რომლებიც პოზიციებზე ვართ, მარტო ოპოზიცია კი არ საუბრობდეს ამ ნაკლოვანებებზე, არამედ ჩვენც უნდა ვისაუბროთ. მე რომ ვინმემ მკითხოთ, ჩემი კომიტეტის საქმიანობას როგორ გავართვი თავი, წარმატებულზე მეტად წარუმატებლობაზე შემიძლია ვისაუბრო“, - აცხადებს რომან კაკულია.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე პროგნოზი დაგვანახებს, რომ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა განეიტრალდა.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, რომელშიც ასახულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად და შესაძლო რისკების მიმოხილვა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა