logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: მივიღეთ დასტური და თურქეთთან სავაჭრო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციისკენ ნაბიჯები გადავდგით
ნათია თურნავა: მივიღეთ დასტური და თურქეთთან სავაჭრო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციისკენ ნაბიჯები გადავდგით
18:28 19.11.2019
„დღეს ჩვენ თურქ კოლეგებთან ერთად ძალიან ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ და განვიხილეთ თანამშრომლობის მიმართულებები სხვადასხვა სფეროში. მოგეხსენებათ, თურქეთი ჩვენი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიულ-ეკონომიკური და ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი და ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორია. თურქეთი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა სულ უფრო მზარდი ტურისტული ნაკადების თვალსაზრისით“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ანკარაში საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის შედეგების კომენტირებისას.

ნათია თურნავა თურქეთის დედაქალაქში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება - მინისტრი საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის თანათავმჯდომარე იყო და სხდომაზე მოხსენებით წარსდგა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატი - შერეული ეკონომიკური კომისია 2005 წლიდან აღარ ფუნქციონირებდა - მისი აღდგენა 31 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თურქეთში ვიზიტისას გადაწყდა.

„სხდომა გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თურქეთში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ და იმ შეთანხმების ფარგლებში, რაც შედგა ბატონ გახარიას და პრეზიდენტ ერდოღანს შორის შეხვედრის პროცესში. პრაქტიკულად, ორ კვირაში შევძელით ჩვენ და ჩვენმა თურქმა კოლეგებმა და შევიკრიბეთ, რომ გაგვევლო ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები“, - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

დღესვე ხელი მოეწერა შერეული კომისიის სხდომის ოქმს, რომელშიც საუბარი საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე მთელ რიგ საკითხებში. ნათია თურნავა მათ შორის ორმხრივი ვაჭრობის საკითხს გამოყოფს: „მართალია, დღეს თურქეთი ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთიდან იმპორტი 7-ჯერ ჭარბობს ქართული პროდუქციის ექსპორტს თურქულ ბაზარზე. და დღეს ჩვენ მივიღეთ დასტური და გადავდგით ნაბიჯები ჩვენი სავაჭრო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციისკენ, ეს შეეხება როგორც ტარიფებს, ასევე არასატარიფო ბარიერებს. ასევე შეეხება ჩვენს ცხოველურ ნაწარმს, სასოფლო-სამეურნეო ნაწარმს, რომელიც, შესაძლებელი გახდება, მალე ვიხილოთ თურქულ ბაზარზე. გარდა ამისა, საუბარი არის ტექსტილის ინდუსტრიისთვის თურქეთთან ვაჭრობის გამარტივებაზე, რაც სექტორს საშუალებას მისცემს, უფრო უკეთ იყოს წარმოდგენილი, მათ შორის მესამე ქვეყნების - ევროკავშირის ბაზარზე“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა