logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ანკარაში საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისია შეიკრიბა
ანკარაში საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისია შეიკრიბა
18:03 19.11.2019
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 14-წლიანი პაუზის შემდეგ შერეული ეკონომიკური კომისია შეიკრიბა.

კომისიის სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება ორი კვირის წინ საქართველოსა და თურქეთის ლიდერებმა - გიორგი გახარიამ და რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მიიღეს. კომისიის სხდომაში, რომელიც 2005 წლის სექტემბრის შემდეგ არ შეკრებილა, მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა.

კომისიის სხდომას თანათავმჯდომარეობდნენ საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და თურქეთის მხრიდან ვაჭრობის მინისტრი რუსარ ფექჩანი.

სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოსთვის თურქეთი ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ქართული საექსპორტო პროდუქციის მოცულობა და ასორტიმენტი თურქეთის ბაზარზე. როგორც კომისიის სხდომაზე ითქვა, აუცილებელია, ვაჭრობა ქვეყნებს შორის უფრო მეტად გაიზარდოს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, წარმატებით მიმდინარეობს მოლაპარაკება თურქულ მხარესთან ცხოველური წარმოშობის სასურსათო პროდუქციისთვის თურქეთში ტექნიკური ბარიერების მოხსნის შესახებ. გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი, რათა ორი ქვეყნის ბიზნესების თანამშრომლობით შესაძლებელი გახდეს საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის მოცულობის გაზრდა.

სხდომა ოქმის ხელმოწერით დასრულდა, რომელშიც განისაზღვრა ორმხრივი სოციალურ - ეკონომიკური თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ტურიზმი და სხვ. ხელმოწერის შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ხელი მოეწერა ისეთ დოკუმენტს, რომელიც ემსახურება ორივე ქვეყნის ინტერესებს. სხდომის დასასრულს, ნათია თურნავამ თავისი თურქი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა