logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სოსო არჩვაძე: არც ერთი ეკონომიკური ინდიკატორი ისე არ განიცდის ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესების დუღილის ტემპერატურას, როგორც ეროვნული ვალუტის კურსი
სოსო არჩვაძე: არც ერთი ეკონომიკური ინდიკატორი ისე არ განიცდის ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესების დუღილის ტემპერატურას, როგორც ეროვნული ვალუტის კურსი
16:38 19.11.2019
ეკონომიკის ექსპერტის, სოსო არჩვაძის განცხადებით, სიმშვიდე, პროგნოზირებადი და სტაბილური გარემო აუცილებელი პირობაა ლარის მდგრადობის და გამყარებისთვის.
მისი შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ყოველთვის აისახება ეროვნული ვალუტის კურსზე.

,,არც ერთი ეკონომიკური ინდიკატორი ისე არ განიცდის ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესების დუღილის ტემპერატურას, როგორც ეროვნული ვალუტის კურსი. მასში, როგორც ნერვთა დაბოლოებაში, თავს იყრის ყველა ის ქმედება და მოლოდინები, რაც საზოგადოებაში ღიად თუ ლატენტურად მიმდინარეობს.

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და დესტაბილიზაციაზე მიმართული ქმედებები, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ეკონომიკურ ფაქტორებზე, ქმნის უარყოფით მოლოდინებს და ამ გზით ნეგატიურად მოქმედებს გაცვლით კურსზე.

სწორედ ამიტომ, ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდი და სტაბილური განვითარება და თითოეულმა პასუხისმგებლიანმა, ნებისმიერი პოზიციისა და სტატუსის მქონე პოლიტიკოსმა ეს უნდა გაითვალისწინოს’’ - აცხადებს სოსო არჩვაძე.

ექსპერტის შეფასებითვე, ლარის გამყარების შესაძლებლობები დღესაც არსებობს, თუ კი ამისთვის საჭირო ბერკეტები იქნება გამოყენებული:

,,მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებულად მოქმედება კურსის სტაბილიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი პირობა და მოცემულობაა. აღსანიშნავია, რომ ნეგატიური მოლოდინების გაჩენამდე, გარკვეულ პერიოდში კურსი დასტაბილურდა და გამყარებაც დაიწყო. სიმშვიდე, პროგნოზირებადი და სტაბილური გარემო აუცილებელი პირობაა ლარის მდგრადობისა და გამყარებისათვის. შესაბამისად, დღესაც არსებობს ყველანაირი საფუძველი ლარის კურსი გამყარებისათვის შესაბამისი ბერკეტების გამოყენებით.

მრავლისმეტყველია, რომ დღეს უკვე, როცა სტაბილურობის კალაპოტს დაუბრუნდა ქვეყანაში ვითარება, ლარის კომერციული კურსი გამყარებისკენ წავიდა.ქართული ანდაზა ამბობს, "შეძახილმა ხე გაახმოო" და საზოგადოებრივი განწყობა, პოლიტიკური კლიმატი და დემარშები პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთერთ უმნიშვნელოვანეს და იმავდროულად, სენსიტიური ინდიკატორის - ქართული ლარის კურსსა და საერთაშორისო რეპუტაციაზე’’-აცხადებს სოსო არჩვაძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა