logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: მთავრობა ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რაზეც ექსპორტის მიმდინარე დინამიკა ნათლად მეტყველებს
ეკატერინე მიქაბაძე: მთავრობა ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რაზეც ექსპორტის მიმდინარე დინამიკა ნათლად მეტყველებს
14:46 19.11.2019
მიმდინარე წლის ოქტომბერში, ექსპორტის მოცულობამ 316.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.5%-ით აღემატება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების თანახმად, ოქტომბერში იმპორტი 2.1 პროცენტით შემცირდა და 847.6 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. შესაბამისად, ოქტომბერში სავაჭრო დეფიციტი 32.2 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა და 531.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებს - ექსპორტი 10.4 %-ით გაიზარდა და 3 035.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი წინა წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელზე 3.1 %-ით ნაკლებია და 7 331.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში სავაჭრო დეფიციტი 517.5 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა და 4 295.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. იანვარ-ოქტომბერში სავაჭრო დეფიციტმა საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 41.4 პროცენტი შეადგინა - წინა წელთან შედარებით ის 5.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტის ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის ქვეყნებში - საქართველოს ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა და 685.2 მლნ. აშშ. დოლარი, ანუ ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.6% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ექსპორტი 22.7 პროცენტით გაიზარდა და 3 355.7 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 15 პროცენტით აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს და 9 136.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია სავაჭრო დეფიციტის გაუმჯობესება.

მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით, რაზეც ნათლად მეტყველებს ექსპორტის მიმდინარე დინამიკა. „თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას ხელს უწყობს და საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას ქმნის.

ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ასევე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით - ეს ყველაფერი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებისგან მიღებული უპირატესობების გამოყენებას ხელს უწყობს“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სპილენძის მადნების და კონცენტრანტების (24.7%), მსუბუქი ავტომობილების (65.4%), მედიკამენტების (23.7%), მინერალური და მტკნარი წყლების (24.6%) და ყურძნის ნატურალური ღვინოების (12.7%) ექსპორტი. რაც შეეხება იმპორტს ამავე პერიოდში - გაიზარდა სპილენძის მადნების და კონცენტრანტების (47.1%), მსუბუქი ავტომობილების (5.1%), ნავთობის აირების (9.8%) და მედიკამენტების (7.0%) იმპორტი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა