logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნიკოლოზ ალავიძე მსოფლიოს ერთერთი მსხვილი აუდიტორული ქსელის „რასელ ბედფორდის“ საქართველოს ოფისის პრეზენტაციას დაესწრო
ნიკოლოზ ალავიძე მსოფლიოს ერთერთი მსხვილი აუდიტორული ქსელის „რასელ ბედფორდის“ საქართველოს ოფისის პრეზენტაციას დაესწრო
12:33 16.11.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი აუდიტორული ქსელის „რასელ ბედფორდის“ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საქართველოს ბაზარზე შემოვიდა და ქართველ პარტნიორებთან ერთად ერთობლივი კომპანია დააარსა. პრეზენტაციისთვის საქართველოს ეწვია „რასელ ბედფორდ ინტერნეიშენელის“ აღმასრულებელი დირექტორი სტეფან ჰამლეტი.

„ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო სახელის მქონე კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას, რაც მნიშვნელოვანია რამდენიმე გარემოების გამო. ჯერ ერთი, ბაზარზე შემოდის კომპანია, რომელიც მსოფლიოს 100 - ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ ნდობას მისი მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ. მეორეც, „რასელ ბედფორდის“ შემოსვლა გაზრდის კონკურენციას, ადგილობრივ მომხმარებელს კი მისცემს უკეთესი მომსახურების მიღების შესაძლებლობას. გარდა ამისა, მეტ ქართველ სპეციალისტს მიეცემა შესაძლებლობა, დასაქმდეს ასეთ კომპანიაში და აიმაღლოს კვალიფიკაცია და რაც მთავარია, „რასელ ბედფორდის“ საერთაშორისო პარტნიორებისთვის მის მიერ თბილისში ოფისის გახსნა არის მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება არის უსაფრთხო და მომგებიანი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ.

საერთაშორის კომპანიის ქართული წარმომადგენლობა ორი ქართული აუდიტორული კომპანიის „ახვლედიანი აუდიტ კონსალტინგი“-სა და „ათოსი“-ს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა, რითაც შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და ზრდაზე ორიენტირებული აუდიტორული და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია საქართველოში.

„რასელ ბედფორდ ინთერნეშენალი“ დაფუძნებულია 1983 წელს და ის შედის მსოფლიოს წამყვან საბუღალტრო და აუდიტორულ ქსელებში. „რასელ ბედფორდი“ ევროპის, ამერიკის, შუა აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზია-წყნარი ოკეანის 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. „რასელ ბედფორდ ინთერნეშენალი“ IFAC ფირმების ფორუმის სრული წევრია. მას აქვს მსოფლიო მასშტაბით კოორდინირებული ხარისხის კონტროლის პროგრამა და ნაკისრი აქვს ვალდებულება გამოიყენოს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები. აღსანიშნავია, რომ „რასელ ბედფორდ ინთერნეშენალი“ წარმოადგენს ბუღალტერთა, აუდიტორთა, საგადასახადო კონსულტანტთა და ბიზნეს-კონსულტანტთა დამოუკიდებელი ფირმების გლობალურ ქსელს, რომელიც ასოცირდება მაღალ ხარისხთან და საერთაშორისო პროფესიონალურ მომსახურებასთან.

პრეზენტაციას, რომელიც სასტუმრო „რედისონ ივერიაში“ გაიმართა, ასევე დაესწრნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იური დოლიძე, აგრეთვე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა