logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძემ საერთაშორისო კონფერენციაში „გენდერული ბარიერების აღმოფხვრა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“ მიიღო მონაწილეობა
ეკატერინე მიქაბაძემ საერთაშორისო კონფერენციაში „გენდერული ბარიერების აღმოფხვრა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“ მიიღო მონაწილეობა
18:08 15.11.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ საერთაშორისო კონფერენციაში „გენდერული ბარიერების აღმოფხვრა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“ მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტმა, აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებადი ეკონომიკების კვლევების ფორუმთან (FREE Network) თანამშრომლობით ჩაატარა.

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე გენდერული თანასწორობის მიმართულებით და აღნიშნა, რომ საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ამ მიმართულებით. „გენდერული თანასწორობა არა მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, არამედ საფუძველია მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობის მთავარი ფაქტორი სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს შექმნაა, რომელიც ემყარება კონკურენციის პრინციპებზე და უზრუნველყოფს განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს, მათ შორის, გენდერის მიმართულებით,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

„ინკლუზიური ზრდის ხელშესაწყობად, მნიშვნელოვანია ქალების მონაწილეობის წახალისება სამეწარმეო და ეკონომიკურ საქმიანობაში, რაც ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოში ქალები, კაცების მსგავსი რაოდენობით რომ იყვნენ წარმოდგენილი შრომის ბაზარზე, ეკონომიკის გამოშვება 11 პროცენტით მეტი იქნებოდა. შედეგად, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია შრომის ბაზარზე ახალი შესაძლებლობების გაჩენის, განათლების წახალისებისა და პროფესიული გადამზადების მოქნილი და მდგრადი სისტემის ჩამოყალიბების და სამეწარმეო საქმიანობაში ქალების უფრო მეტი ჩართულობის სტიმულირების კუთხით,“ - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ეკატერინე მიქაბაძემ კონფერენციის მონაწილეებს იმ სახელმწიფო პროგრამები და მათი შედეგები გააცნო, რომლებიც მიმართულია ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა ჩართულობის გასაზრდელად. მათ შორისაა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“.

კონფერენციაზე განხილული იქნა გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ბარიერების აღმოფხვრის გზები და სტრატეგიები, როგორ შეიძლება არსებული შეზღუდვების გადაჭრა. განხილვისას აქცენტი გაკეთდა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონსა და განვითარებად ეკონომიკებზე.

კონფერენციაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი თამარ სულუხია. კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო პანელურ დისკუსიას, რომლის მთავარი თემაც იყო „ქალთა გაძლიერება: სამხრეთ კავკასიის პერსპექტივა“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა