logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ლელა აქიაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ თანასწორობის გაგება დავიყვანოთ პრაქტიკულ ღირებულებამდე და ავსახოთ ის ყველა საჯარო დოკუმენტსა თუ სტრატეგიაში
ლელა აქიაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ თანასწორობის გაგება დავიყვანოთ პრაქტიკულ ღირებულებამდე და ავსახოთ ის ყველა საჯარო დოკუმენტსა თუ სტრატეგიაში
14:11 15.11.2019
მნიშვნელოვანია, რომ თანასწორობის გაგება დავიყვანოთ პრაქტიკულ ღირებულებამდე და ავსახოთ ის ყველა იმ საჯარო პროგრამაში, საჯარო დოკუმენტსა თუ სტრატეგიაში, რომელზეც ჩვენ ყველა ერთად ვიმუშავებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილმა, თანასწორობის კვირეულის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



მისი თქმით, საქართველოში თანასწორობის პირველი კვირეულის ჩატარება მნიშვნელოვანი განაცხადია ევროპის საბჭოსა და კვირეულის ორგანიზებაში ჩართული საჯარო უწყებების მხრიდან.


"თანასწორობა გარანტირებულია ჩვენი კონსტიტუციით, თუმცა თანასწორობაზე საუბრისას ის იდეალისტურ ღირებულებად წარმოგვიდგება და აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანასწორობის გაგება დავიყვანოთ პრაქტიკულ ღირებულებამდე და ავსახოთ ის ყველა იმ საჯარო პროგრამაში, საჯარო დოკუმენტსა თუ სტრატეგიაში, რომელზეც ჩვენ ყველა ერთად ვიმუშავებთ. ჩვენი მხრიდან ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას და უახლოეს მომავალში ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ გავაძლიეროთ და გავაუმჯობესოთ პრემიერის ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობა, იმისათვის, რომ პრემიერის ადამიანის უფლებათა საბჭოს გახდეს სწორედ თანასწორობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტი და დასაყრდენი ქვეყანაში, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისას. თანასწორობის მიმართულებით ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომ უახლოეს მომავალში მივიღოთ ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის ერთი თავი, რომელის ადამიანთა თანასწორობას ეხება, რათა უახლოეს მომავალში ეს თავი დამტკიცდეს. ამით კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს თანასწორობას და იმ უფლებებს, რაც ამ თავში უნდა ყოფილიყო ასახული", - განაცხადა ლელა აქიაშვილმა.



კვირეულის გახსნის ღონისძიება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. კვირეულის მიზანია ტოლერანტობის გაზრდა, ასევე დისკრიმინაციის მსხვერპლთა მეტი ინფორმირება ხელმისაწვდომი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებების მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა საჯარო უწყებების და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა