ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" უკრაინის დელეგაციას ხვდება.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის საქართველოში ყველაზე დიდი დელეგაცია უკრაინიდან ბოლო წლების განმავლობაში.
"80 ბიზნესმენი ერთად ჩამოვიდა. ისინი დაინტრერესებული არიან რამდნეიმე მიმართულებით, მათ შორის სოფლის მეურნეობის, მშენებლობის და ტურიზმის სფეროებით. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში და ბიზნესის განვითარებას", - აღნიშნა ქობალიამ.
მინისტრის განცახდებით, ეკონომიკის სამინისტრო ინვესტორებს ტურიზმის განვითარების მიმართულებით რამდენიმე პროექტს შესთავაზებს.

















