logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
“ვიზამ” სრულად ციფრულ ბანკ „სფეისთან“ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა
“ვიზამ” სრულად ციფრულ ბანკ „სფეისთან“ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა
11:34 14.11.2019
„ვიზამ“, კავკასიის რეგიონში, დიჯიტალ ბანკინგის მიმართულებით, თავისი პირველი სტრატეგიული პარტნიორობისთვის,„სფეისი“ შეარჩია. თანამშრომლობის მიზანია, ინოვაციური საბანკო პროდუქტების განვითარების ხელშეწყობა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი „ვიზა“ და პირველი სრულად ციფრული ბანკი„სფეისი“,აცხადებენ, რომ ხელი მოაწერეს პარტნიორობის შეთანხმებას, ბანკინგის ინოვაციური მომსახურებების ერთობლივად განვითარებისა და გეოგრაფიული გაფართოების მიზნით.

„სფეისი“ არის თიბისი ბანკის მხარდაჭერით შექმნილი სტარტაპი, რომელმაც ოპერირება 2018 წელს დაიწყო და მაშინ,პირველ ციფრულ ბანკში, მხოლოდ სამი ადამიანი მუშაობდა.ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია 70-ზე მეტი თანამშრომელი და სფეისში რეგისტირებული მომხმარებლების რაოდენობა 160,000-ს სცდება.სფეისი ოპერირებს, როგორც ინოვაციური ბანკინგისლაბორატორია, რომელმაც საქართველოში ფინანსური მომსახურების ახალი ფორმატები წარმოადგინა, როგორიცაა:საბანკო ანგარიშის დისტანციურად გახსნა, 24 საათიანი უწყვეტი და მომენტალური სერვისები, ელექტრო სკუტერებით ბარათის მიტანის მომსახურება, მობილური აპლიკაციით ყველა საბანკო ბარათის ერთ სივრცეში მართვის შესაძლებლობა და სხვა.

პარტნიორობის ფარგლებში,„ვიზა“და „სფეისი“ ერთობლივად იმუშავებენ ინოვაციური, მომხმარებელზეორიენტირებული და დაცული საბანკო გადაწყვეტების შემუშავებაზე. „ვიზა“ მხარს დაუჭერს„სფეისის“ სხვა ქვეყნებში გასვლას და ახალი ბაზრების ათვისებას.
ნიკოლოზ ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე:„სფეისი“ცვლის ყოველდღიურ საბანკო გამოცდილებას მისი გამარტივებისა და დახვეწის გზით.„სფეისის“ გაშვების მომენტში, ჩვენ გვინდოდა გავცდენოდით ტრადიციული ბანკური მიდგომების ჩარჩოებს და ძველი ტექნოლოგიების შეზღუდვებიდან გამოსვლით, შეგვექმნა საქართველოში ახალი ტიპის ბანკი, რომელიც უკეთ უპასუხებდა თანამედროვე ადამიანების მოთხოვნებს და მიზნებს. თავისი არსებობის მოკლე დროში, სფეისმა დაამტკიცა, რომ მისი ინოვაციური და ამბიციური ხედვა რეალურია და ახლა უკვე, მისი მასშტაბური გეგმების განხორციელებაში ვიზას კონტრიბუცია ბევრს ნიშნავს.“

ევგენ ლისნიაკი, „ვიზას“ სტრატეგიულ პარტნიორებთან და ფინტეკ კომპანიებთან თანამშრომლობის მიმართულების უფროსი დირექტორი CEMEA რეგიონში: „ჩვენ გვჯერა, რომ პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენს მდიდარ გამოცდილებასა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს გავუზიარებთ საგადახდო სფეროს ისეთ ახალ მოთამაშეებს, როგორიცაა „სფეისი“. ვიმყოფებით რა ფინტეკ ეკოსისტემის ეპიცენტრში, ჩვენი მიზანია, მოხდეს ცოდნის, საუკეთესო გამოცდილებისადა ტექნოლოგიური პარტნიორების კავშირებისგაზიარება„სფეისისთვის“ ციფრული ფინანსური მომსახურებების არეალის გაფართოების მიზნით. დღეს ჩვენ ვართ ფინანსური საბანკო სექტორის სწრაფი ტრანსფორმაციის მომსწრენი, სადაც ახალი მოთამაშეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ნეობანკები მომხმარებელზეორიენტირებულები, მოქნილები და ინოვაციურები არიან და თანამედროვე მომხმარებელს სრულიად ახლებურ საბანკო გამოცდილებას სთავაზობენ. მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია ფინტეკების მხარდაჭერა კავკასიის რეგიონში მათი ბიზნესების განვითარებისა და საერთაშორისო ექსპანსიის ამბიციების განსახორციელებლად.“

ვიზას შესახებ

„ვიზა“ Inc (NYSE:V) მსოფლიო ლიდერია ციფრულ გადახდებში. „ვიზას“ მიზანია, მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური, სანდო და უსაფრთხო გადახდების ქსელი დააკავშიროს ფიზიკურ პირებს და ბიზნესებს და ხელი შეუწყოს ეკონომიკებს განვითარებაში. „ვიზას“ მოწინავე გლობალური ქსელი, VisaNet უზრუნველყოფს უსაფრთხო და სანდო გადახდებს მსოფლიო მასშტაბით. მისი საშუალებით შესაძლებელია წამში 65,000-ზე მეტი ტრანზაქციის შესახებ შეტყობინების დამუშავება. კომპანიის მხრიდან მუდმივი აქცენტი ინოვაციაზე, არის კომერციის სწრაფი ზრდის კატალიზატორი და ყველგან და ყველასთვის უნაღდო ანგარიშსწორების პერსპექტივის მთავარი მამოძრავებელი ძალა. იმის გათვალისწინებით, რომ მთელი მსოფლიო ანალოგიდან ციფრულზე გადადის, „ვიზა“ იყენებს თავის ბრენდს, პროდუქტებს, ადამიანებს, ქსელს და მასშტაბებს, რომ კომერციის მომავალს ახლებური ფორმა მისცეს. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.corporate.visa.com, www.visasoutheasteurope.com, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE;

სფეისის შესახებ

სფეისი არის პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში. ბანკი - ფილიალებისა და ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიცაპლიკაციის სახით მხოლოდ მობილურ ტელეფონებში არსებობს.„სფეისის“ მიზანია, მომხმარებელზე ორიენტირებული, მარტივი, გამჭვირვალე და მყისიერი საბანკო მომსახურების შექმნა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება დიზაინსა და მომხმარებლებზე ზრუნვაზე. „სფეისი“ 2018 წლის მაისში გაეშვა და მისი ჩამოტვირთვების რაოდენობამ უკვე 400,000-ს, ხოლო რეგისტრირებული მომხმარებლების რიცხვმა 160,000-ს მიაღწია (2019 წლის 31 სექტემბრის მდგომარეობით). „სფეისი“ ხელმისაწვდომია App Store-სა და Google Play-ზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა