logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კოვზანაძე: ინფლაცია საქართველოს ეკონომიკისთვის დიდი გამოწვევა
ირაკლი კოვზანაძე: ინფლაცია საქართველოს ეკონომიკისთვის დიდი გამოწვევა
21:57 13.11.2019
„ბოლო წლების განმავლობაში პირველი შემთხვევაა როცა ბიუჯეტი მშპ-ს საკმაოდ ამბიციური მაჩვენებლით - 5%-იანი ზრდით იგეგმება. მივესალმები მთავრობის თამამ გეგმებს, თუმცა 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა 2020 წელს მარტივი არ იქნება“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა გააცნო. მისი თქმით, ბოლო მონაცემებით ინფლაციის მაჩვენებელმა 6.9%-ს მიაღწია, წლის შედეგებით სავარაუდოთ 7%-ს გადააჭარბებს. ირაკლი კოვზანაძის აზრით, ეს ფაქტორი დიდი გამოწვევაა საქართველოს ეკონომიკისთვის. „ძვირი ფულის“ პოლიტიკა კი, რომელსაც ეროვნული ბანკი მიმართავს, ინფლაციის შეკავებასთან ერთად, ეკონომიკურ ზრდასაც შეაფერხებს“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილი ვერსია არსებითად არ განსხვავდება პირველადი პროექტისაგან და მასში არ არის ასახული გამოთქმული შენიშვნები თუ რეკომენდაციები.

„იმედს გამოვთქვამ, რომ ნოემბრის ბოლოსთვის წარმოდგენილი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უკვე საბოლოოდ იქნება შეთანხმებული საერთაშორისო ფულად-საკრედიტო ორგანიზაციებთან და მასში ოპტიმალურად იქნება ინტეგრირებული საქართველოს პარლამენტში გამოთქმული რეკომენდაციები“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან.



საერთო ჯამში, როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი არსებულ რეალობას ითვალისწინებს, იგი დაბალანსებული დოკუმენტია და მასში ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლების პოლიტიკური კურსი მიმართულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლიანობის გაზრდის, სწრაფი და ინკლუზიური ეკონომიკური აღმავლობის და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნის მშენებლობისაკენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა