მომავალი წლის ბიუჯეტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ
მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში ეკონომიკური ზრდა წინასწარი შეფასებით იყო 5,7 პროცენტი, ხოლო წლის განვლილ პერიოდში 5 პროცენტი.
მან ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020-2024 წლებში საქართველო შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რეგიონში.
„ეს არის ძალიან პოზიტიური შედეგი იმ ფონზე, რომ ჩვენი სავაჭრო პარტნიორების საშუალო ეკონომიკური ზრდა, წლის პირველ ნახევარში იყო ერთ პროცენტზე დაბალი. რეგიონში უკეთესი მდგომარეობა რომ ყოფილიყო, ბუნებრივია, ჩვენი ეკონომიკური ზრდაც უფრო მაღალი იქნებოდა, მაგრამ აქვე მინდა ყურადღება მიაქციოთ თუ რამდენად აღემატება ჩვენი ეკონომიკური ზრდა რეგიონის ზრდას - ეს არის ბოლო წლებში გამოკვეთილი დინამიკა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

















