ჩვენი სამთავრობო გუნდის მიზანია, ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნება მომავალი
საარჩევნო წლისთვის, -განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოს პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.
როგორცფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან წარმატებული პროგრამა აქვს და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიღებული პოზიტიური შეფასებები მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც ინვესტორებისთვის, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
„ჩვენი პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან უნდა დასრულებულიყო 2020 წლის აპრილში. თუმცა, რადგან მომავალი წელი პოლიტიკურად აქტიური იქნება, ჩვენი სამთავრობო გუნდის მიზანია, ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნება. სავალუტო ფონდის პროგრამა კი ამ მიზნის გასამყარებლად ეფექტური სიგნალი იქნება, ამიტომ ჩვენ პირველად შეთანხმებას სავალუტო ფონდთან პროგრამის ერთი წლით გაგრძელების თაობაზე უკვე მივაღწიეთ“ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

















