მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა
წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს წყალმომარაგების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები დასრულდება.
მისი თქმით, მომავალ წელს დასრულდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა: ზუგდიდის, აბაშის, ურეკის, ქუთაისის, ფოთის, ჭიათურისა და ჯვრის წყლის სისტემები.
„მომავალ წელს ხაშურის, მარნეულის და გუდაურის წყლის პროექტები გაგრძელდება. ასევე, გაგრძელდება მუნიციპალიტეტების ხელშეწყობა მცირე წყალმომარაგების პროექტების მიმართულებით. ჯამში, დამატებით 70 ათასი აბონენტი მიიღებს 24- საათიან წყალმომარაგებას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

















