ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყოველწლიური ზრდის შედეგად, განათლების დაფინანსება
გასამმაგდა, -აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში განათლების სფეროს დაფინანსების მნიშვნელობაზე საუბრისას.
მისი თქმით, მომავალ წელს განათლების დაფინანსებისთვის 1.9 მილიარდ ლარამდე მიიმართება.
„აღსანიშნავია, რომ განათლების დაფინანსება არა მხოლოდ, ნომინალურ მაჩვენებლებში, არამედ მისი წილი ნაერთ ბიუჯეტში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
2010 წელს არსებული ბიუჯეტის 8.2%-იდან, ეს მაჩვენებელი მომავალი წლისთვის გაზრდილია 11.9%-მდე და მათ შორის განათლების სისტემის რეფორმის განხორციელებისათვის საჭირო ხარჯები გათვალისწინებულია “, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

















