მომავალ წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის
ანაზღაურება გაეზრდება -განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.
პრეზენტაციის დროს, მაჭავარიანმა ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პედაგოგებისთვის წელს დაწყებული პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამამ ასაკით პენსიონერ პედაგოგებს საშუალება მისცა ღირსეუი ჯილდოს მიღებასთან ერთად, დაეტოვებინათ სისტემა, ამავე დროს, გამოათავისუფლა საათები სერტიფიცირებული პედაგოგებისათვის და მოტივაცია პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვნად გაზარდა .
„მიმდინარე წლის ოქტომბერში 150 ლარით გაიზარდა მასწავლებელთა ხელფასები. მომავალ წელს ასევე, 150 ლარიანი ზრდაა გათვალისწინებული სტატუსიანი მასწავლებლებისთვის.
შრომის ანაზღაურება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 100 ლარით გაიზრდება დასაქმებულებისთვისაც.
ჯამურად, მომავალ წელს, განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება, რაზეც დამატებით 140 მლნ ლარამდე დაიხარჯება“, -აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

















