logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნიკოლოზ ალავიძე: მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს საქართველოს ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება წარმოადგენს
ნიკოლოზ ალავიძე: მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს საქართველოს ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება წარმოადგენს
16:36 13.11.2019
საქართველოში ინტერნეტ-მმართველობის რიგით მეხუთე ფორუმი (GeoIGF) გაიხსნა, რომლის თანაორგანიზატორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.

ფორუმის გამხსნელ პანელზე სიტყვით გამოვიდა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე. მისი თქმით, ღონისძიება 2015 წლიდან სისტემატურად ტარდება საქართველოში და უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როგორც ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ღონისძიებამ ინტერნეტ მმართველობის განვითარების მიმართულებით. ფორუმმა თავი მოუყარა აღნიშნულ სფეროში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებს და ექსპერტებს, კერძო კომპანიებს, აკადემიურ წრეებს და ახალგაზრდა თაობას.

„მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით საქართველოს ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება წარმოადგენს,“ - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ. მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში განხორციელებულმა და მიმდინარე რეფორმებმა, პროგრამებმა და პროექტებმა, ხელი შეუწყო ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების და საშუალებების თანამედროვე ტექნოლოგიებით განვითარებას, თანამედროვე სერვისების დანერგვას და გაზარდა მათი მოხმარების დონე, რამაც დადებითი ზეგავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაზე.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეკონომიკისა და მ
დგრადი განვითარების სამინისტრო, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელს ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, მუშაობს ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ღონისძიებებზე. მისი თქმით, ევროკომისიის და მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარებით შემუშავებული ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების სტრატეგიის პროექტის დამტკიცების შემდეგ დაიწყება მუშაობა მისი განხორციელების პროცედურებზე. მათ შორის, სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტზე, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ქსელების მშენებლობის გამარტივების, ინვესტიციების მოზიდვის, კონკურენციის ზრდის, მოსახლეობაში ინტერნეტის და ტექნოლოგიების გამოყენების უნარების ამაღლების და სხვა ღონისძიებებზე.

თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ისეთ პროექტებზე, როგორიცაა მაღალმთიანი რეგიონების სათემო ინტერნეტიზაცია, რომელმაც ფორუმზე დიდი მოწონება დაიმსახურა. გარდა ამისა, ნიკოლოზ ალავიძემ აქცენტი გააკეთა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის, მათ შორის 5G ქსელების განვითარება; ონლაინ კონტენტის, საავტორო უფლებების, ინტერნეტ სივრცეში პერსონალური მონაცემთა დაცვა; განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდა თაობაში ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების, ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლების, ინფორმაციის უსაფრთხოებისა და დაცვის საკითხები და ა.შ.

ფორუმზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ევროპული ბიუროს დირექტორი ფრედერიკ დონკი და სხვა ოფიციალური პირები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა