logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურება დაინერგება
საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურება დაინერგება
16:32 13.11.2019
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განსავითარებლად 2019-2020 წლებში საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის (Single Window) პრინციპით მომსახურება დაინერგება, რომლის მიზანია საპორტო სექტორში ციფრული სამთავრობო სერვისების შეთავაზება, გემის გათავისუფლება ბიუროკრატიული ბარიერებისა და არასაჭირო დოკუმენტაციის დამუშავების პროცესისგან.

აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა და მას ნათია თურნავა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, აგრეთვე გემთმფლობელი და გადამზიდავი კომპანიებისა და საქართველოს პორტების მმართველი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ შეიმუშავა პროექტი, რომლის პირველი ეტაპი - „საჭიროებების კვლევა“ დააფინანსა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში. პირველი ეტაპი გულისხმობს საზღვაო სფეროს ყველა მომსახურების ინვენტარიზაციას და არსებული ბიუროკრატიის შემცირების ანალიზს, მეორე ეტაპი კი მოიცავს უშუალოდ პროგრამულ უზრუნველყოფას და სამუშაო რეჟიმში გაშვებას.

„საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ვაჭრობის სფეროს ინტეგრაცია საერთო ევროპულ ერთი ფანჯრის სისტემაში, რომელში ჩართვაც საქართველოს მოუტანს სტრატეგიულ უპირატესობას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. პროექტის შეფასებისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ის ხელს შეუწყობს ტვირთების გამტარუნარიანობის გაზრდას პორტებში და ასევე, საქართველოს ნავსადგურებს მისცემს შესაძლებლობას, წინასწარ დაგეგმონ ტვირთნაკადები რეგულარული მიმოსვლის გემებისათვის ტვირთების კატეგორიებისა და მოცულობის მიხედვით.

პრეზენტაციის დროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომ გამარტივებული და ავტომატიზებული ბიზნესპროცედურები მნიშვნელოვნად დაზოგავს ადამიანურ რესურსებს და მოგვცემს საშუალებას უმოკლეს ვადაში მივაღწიოთ შედეგებს. მისი თქმით, პროექტი იძლევა საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და მიმზიდველი საზღვაო სექტორის შექმნის შესაძლებლობას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ, კომპანიის „MSC Georgia“ - ს მმართველმა დირექტორმა ალკან ალიჩიკმა განაცხადა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად გაამარტივებს მუშაობას საქართველოს ბაზარზე, რაც კარგია პროფილური ბიზნესისთვის. „ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ პროექტს, რადგან ის შეამცირებს დამატებით სამუშაო საათებს, რასაც ახლა ვხარჯავთ სხვადასხვა დოკუმენტაციის მიტან-მოტანაზე საბაჟოსა და სხვა ორგანიზაციებში. პროექტი შესაძლებლობას მოგვცემს, ფაქტობრივად, დავზოგოთ დრო და რესურსი და მეტი დრო ბიზნესის კეთებას მოვანდომოთ,“ - განაცხადა ბიზნესმენმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა