logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შანხაიში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
შანხაიში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:24 13.11.2019
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებელი 21 კომპანია წარმოდგენილია ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე „ProWine Shanghai“-ზე, რომელიც ჩინეთის ქალაქ შანხაიში 12-14 ნოემბერს იმართება.
გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, რადგან მას ღვინის წამყვანი სპეციალისტები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მას ტრადიციულად საერთო ჯამში 100 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის, დისტრიბუტორი, იმპორტიორი და ღვინის პროფესიონალი ესწრება.

ამასთან ერთად, მიმდინარე კვირაში შანხაიში „ქართული ღვინის ფესტივალი“ გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „Meiburg Wine Media’’-ის დირექტორი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა.

ფესტივალი მოიცავდა „საფერავის სიმპოზიუმს“ და დეგუსტაციას ღვინის პროფესიონალებისთვის. ქართული ღვინის წარდგენას ღვინის ცნობილი ბრიტანელი მწერალი რობერტ ჯოზეფი დაესწრო. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია და მას ღვინის იმპორტიორები, რესტორნების, სასტუმროების ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით. ღონისძიება „ქართული ღვინის აზიის ტურის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ითვალისწინებს ქართული ღვინის წარდგენას ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ბოლო წლებში მყარად დაიმკვიდრა ადგილი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. 2019 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 6 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა