logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ლაბორატორია და სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმი გაიხსნა
ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ლაბორატორია და სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმი გაიხსნა
13:59 12.11.2019
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის
განახლებული ლაბორატორია და სასარგებლო წიაღისეულის აღდგენილი მუზეუმი გაიხსნა.

ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია ზავრაშვილი დაესწრო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლაბორატორიის განახლებაში უნივერსიტეტის გარდა, კერძო სექტორმაც მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება მუზეუმს, ის საქართველოში ერთ-ერთი ძველია და სასწავლებელში გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან გამოყენებითი გეოლოგიის კათედრის გახსნის შემდეგ ფუნქციონირებს.

როგორც ღონისძიებაზე ითქვა, მუზეუმი წლების მანძილზე აქტიურად გამოიყენებოდა სტუდენტების სასწავლო პროცესში, თუმცა, ბოლო ათწლეულებია, მისი სათანადო აღდგენა ვერ ხერხდებოდა. მუზეუმში საქართველოს სასარგებლო წიაღისეულია წარმოდგენილი.

გარდა ამისა, მუზეუმში დაცულია სასწავლო-სამეცნიერო ნიმუშებიც, რომელიც განკუთვნილია სტუდენტებისთვის გარკვეული ცდების ჩასატარებლად.

უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების წინაშე გამოსვლისას, მაია ზავრაშვილმა საქართველოში სამთო საქმის განვითარებასა და აღნიშნული სექტორის რეფორმის შესახებ გაამახვილა ყურადღება.

„საქართველო საკმაოდ მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, თუმცა მათი დიდი ნაწილის ათვისება ვერ ხერხდება. წიაღის რეფორმის მთავარი ამოცანაა, დარგში საერთაშორისო სახელის მქონე ინვესტორების მოზიდვა და ქვეყნის პოტენციალის უფრო მეტად ათვისება.

ამავე დროს, ჩვენი ყურადღება მიმართული უნდა იყოს წიაღის გადამამუშავებელი წარმოებების ამოქმედებაზე, რათა ჩვენ სასარგებლო წიაღისეულის მქონე ქვეყნიდან განვითარებული გადამამუშავებელი სექტორის მქონე სახელმწიფო გავხდეთ. ჩვენ ამის სრული პოტენციალი გვაქვს,“ - განაცხადა მაია ზავრაშვილმა.

გახსნის ღონისძიებას ასევე დაესწრნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ანდრო ასლანიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში,
პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი ანზორ აბშილავა, სტუ-ის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ფოფორაძე, აგრეთვე კერძო სექტორის წარმომადგენლები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა