logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ჩვენ შევქმნით ერთიან მარკეტინგულ სტრატეგიას, რომ წყალტუბო გახდეს ჯანმრთელობის დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში
ნათია თურნავა: ჩვენ შევქმნით ერთიან მარკეტინგულ სტრატეგიას, რომ წყალტუბო გახდეს ჯანმრთელობის დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში
15:55 11.11.2019
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, იმ მნიშვნელოვან მიმართულებებს შორის, რომელსაც წყალტუბოს აღორძინებისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს, არის ერთიანი მარკეტინგული სტრატეგიაც.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რადგან, როგორი მსხვილიც არ უნდა იყოს კურორტის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელებული ერთი კონკრეტული საინვესტიციო პროექტი, ვერც ერთი ცალკე აღებული ინვესტორი ვერ აიღებს მხოლოდ თავის თავზე კონკრეტული საკურორტო არეალის და მიზიდულობის ცენტრის მთლიანად საერთაშორისო ბაზარზე მარკეტინგს და მისი ცნობადობის ამაღლებას. ეს არის ჩვენი საერთო საზრუნავი, პირველ რიგში კი სახელმწიფოს საზრუნავი“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა სასტუმრო „რედისონში“ გამართულ შეხვედრაზე, სადაც წყალტუბოს განვითარების გეგმა საჯაროდ განიხილეს.

შეხვედრაში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, ასევე ბიზნესისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„ჩვენს მიერ შეიქმნება და დამუშავდება ერთიანი მარკეტინგული სტრატეგია და ამ სტრატეგიას აქტიურად განვახორციელებთ, რათა რეალურად, წყალტუბო გხდეს ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი, ცნობილი ჯანმრთელობის დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში“ - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, კურორტის ერთ-ერთი უპირატესობა არის სამკურნალო წყალი, თუმცა წყალტუბოს გააჩნია ბევრი სხვა უპირატესობაც - მათ შორის ბუნება, ჰაერი და ასე შემდეგ, თუმცა, სამკურნალო წყალი არის ის უპირატესობა, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს ცნობადობას, თუნდაც, პოსტსაბჭოთა სივრცეში. „სწორი მართვის და მარკეტინგის პირობებში წყალტუბოს სამკურნალო წყალი გახდება კურორტის ერთ-ერთი უძლიერესი უპირატესობა, რომელიც მოიზიდავს ახალ დამსვენებელს, ახალ ტურისტებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ერთიანი, სწორი მოდელი, თუ რა პირობებით იქნება კერძო ინვესტორისთვის ხელმისაწვდომი ეს რესურსი“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს ახლებურად განვითარების საქველმოქმედო ინიციატივა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა. პროექტი წყალტუბოს კურორტის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა