logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზების შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რომ წყალტუბო განვითარდეს როგორც ერთიანი, გეგმაზომიერი კომპლექსი
ნათია თურნავა: ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზების შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რომ წყალტუბო განვითარდეს როგორც ერთიანი, გეგმაზომიერი კომპლექსი
15:41 11.11.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებას კურორტ წყალტუბოს განვითარების გეგმის მთავარი მიმართულებები გააცნო. წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ნათია თურნავამ შეკრებილ საზოგადოებას წყალტუბოს განვითარების ძირითადი ექვსი მიმართულება გააცნო, რომელთა განხორციელებასაც მთავრობა თავის თავზე აიღებს. ესენია: კურორტ წყალტუბოს გენერალური გეგმის მომზადება; კურორტის ინფრასტურქტურული განვითარება - ინფრასტრუქტურული პროექტები; წყალტუბოს ტერიტორიაზე, ყოფილ სანატორიუმსა თუ სხვა შენობებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრებლის შეთავაზება; კურორტის ერთიანი ადმინისტრირება, ამ პროცესის ერთიანი მართვა; მრავალწლიანი მარკეტინგული გეგმის მომზადება და განხორცილება და კურორტის მთავარი სიმდიდრის, სამკურნალო წყლის კერძო სექტორისთვის მიწოდების ერთიანი მოდელის ჩამოყალიბება და მართვა.

რაც შეეხება ერთიანი განვითარების გეგმის მომზადებას და გენერალური გეგმის სახით დამტკიცებას, ეკონომიკის მინისტრის ცნობით, ის შესასრულებლად სავალდებულო იქნება პროექტში მონაწილე ყველა მხარისთვის.

„ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზების შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რომ წყალტუბო განვითარდეს არა როგორც ცალკეული ქაოტური ინიციატივები, არამედ როგორც ერთიანი, გეგმაზომიერი კომპლექსი, სადაც თითოეულ ინვესტორს დანამდვილებით ეცოდინება, თუ რა ვადებში, რა ფორმით, რა სახით ვითარდება მთლიანად ეს საკურორტო მიზიდულობის ცენტრი, რაც, რასაკვირველია, ჩვენთვისაც უფრო მარტივს, სწორს და გასაგებს ხდის ამ კურორტის მართვის და განვითარების პროცესს და კერძო სექტორისთვისაც ამცირებს იქ ინვესტირების რისკებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრმა საზოგადოებას შეახსენა, რომ თავის დროზე წყალტუბო დაგეგმილი იყო სწორედ როგორც სპა კურორტი.

„მისი განვითარების პირველი გეგმა ჯერ კიდევ ასი წლის წინ დაიწერა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩვენ დღემდე არ გაგვაჩნდა ასეთი ერთიანი სტრატეგია გენგეგმის სახით“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა