logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: წყალტუბოს განვითარების პროექტის ფარგლებში 20 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება
ნათია თურნავა: წყალტუბოს განვითარების პროექტის ფარგლებში 20 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება
15:13 11.11.2019
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ‘’რედისონში’’ გამართულ წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვაზე აღნიშნულ პროექტზე ისაუბრა.

„როგორც ეკონომიკის მინისტრმა, არ შეიძლება ხაზი არ გავუსვა, თუ რამხელა მნიშვნელობა ექნება წყალტუბოს პროექტს, სხვა უამრავ სიკეთესთან ერთად, არამარტო ტურიზმისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრთან ერთად შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.

ნათია თურნავას შეფასებით, როდესაც საუბარია მინიმუმ 22 რეაბილიტირებულ ობიექტზე, რომელიც ამოქმედდება და ასევე აბსოლუტურად ახალ ობიექტებზე, რომლებიც ნულიდან შეიქმნება, იგულისხმება ძალიან მასშტაბური დასაქმება.

„ეს არის, სულ მცირე, 8 000 სამუშაო ადგილი მხოლოდ არსებული ობიექტების პირობებში, ხოლო ჯამურად, ყველა პირდაპირი და არაპირდაპირი აქტივობის გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში 20 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა თანმდევი ბიზნესების მნიშვნელობას.
„ასეთი მასშტაბური კურორტი ვერ იმოქმედებს, თუ არ განვითარდება თანმდევი ბიზნესებიც -ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, ასევე ავეჯის წარმოება, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და მნიშვნელოვანია, რომ უფრო მაღალი დატვირთვა მიეცემა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. ასევე აღსანიშნავია ქუთაისის ირგვლივ არსებული თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომლებიც გაცილებით მეტად დაიტვირთება და იქნება ბევრი სხვა სიკეთეც, რომელიც კომპლექსურად მოაქვს წყალტუბოს განვითარების პროექტს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

„რედისონში“ გამართულ განხილვაში არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, ასევე ბიზნესის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს ახლებურად განვითარების საქველმოქმედო ინიციატივა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა. პროექტი წყალტუბოს კურორტის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა