logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, რომ გლობალური ფორუმი Startup Grind Europe-Asia Connect სან-ფრანცისკოს, ლონდონისა და ბარსელონას შემდეგ, თბილისში ტარდება
ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, რომ გლობალური ფორუმი Startup Grind Europe-Asia Connect სან-ფრანცისკოს, ლონდონისა და ბარსელონას შემდეგ, თბილისში ტარდება
14:46 09.11.2019
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისი გაჩნდა საერთაშორისო ინოვაციების რუკაზე. სან-ფრანცისკოს, ლონდონისა და ბარსელონას შემდეგ, მასშტაბური ფორუმი სწორედ საქართველოს დედაქალაქში ტარდება. ეს თქვენი დამსახურებაა და ამას გილოცავთ,“ - ასე მიმართა Startup Grind Europe-Asia Connect - ის ქართველ მონაწილეებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ფორუმის ოფიციალურ გახსნაზე გამოსვლისას.

მინისტრის განცხადებით, საქართველო აშენებს ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებულ ეკონომიკას, ეს ვლინდება თუნდაც იმ საერთაშორისო შეფასებებში, რაც აღნიშნულ პოლიტიკასთან მიმართებაში არსებობს.
„გლობალური ინოვაციურობის რეიტინგში 48-ე ქვეყანა ვართ, მოვხვდით ტოპ 50-ში, რაც ძალიან კარგი მიღწევაა, ჩვენ მუდმივად აქცენტს ვაკეთებთ ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციების, სტარტაპების განვითარებაზე, მათ შორის არის ფინანსური მხარდაჭერა, სტარტაპების და ინოვაციების ეკოსისტემის მხარდაჭერა და სწორედ ამის გამო ხდება, რომ ასეთი მასშტაბური, რეგიონული ღონისძიებები იმართება საქართველოში,” - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, კარგია, რომ ამ ფაქტმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა და სწორედ ეს მნიშვნელოვანი, რეგიონული საერთაშორისო ღონისძიება, როგორიც არის სტარტაპ გრაინდი ევროპისა და აზიის კავშირი, ამის დასტურია.

Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე ესწრება.

ორი დღის განმავლობაში ტექნოლოგიური კონფერენციის სპიკერები იქნებიან ისეთი კომპანიების დამფუძნებლები და წარმომადგენლები, როგორიც არის: Google, Glovo, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift, Nexus Partners და სხვა. ასევე, ანტრეპრენერები, ტრენერები და ინვესტორები ევროპიდან და აშშ-დან. ღონისძიება მოიცავს მრავალფეროვან სესიებსა და ფორმატებს, რომლებიც დამსწრეებს ევროპის მასშტაბით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს გააცნობენ.

Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება თავს უყრის მსოფლიოს წარმატებულ სტარტაპებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებსა და ექსპერტებს იმისთვის, რომ რეგიონი მიმზიდველი გახადოს მსოფლიოს წარმატებული ბიზნესებისთვის, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, ქართული და რეგიონალური კომპანიებისა და სტარტაპებისთვის ახალი კავშირების დამყარებას და გამოცდილების გაზიარებას.

Startup Grind-ის ტექნოლოგიური სამიტი ახალი შესაძლებლობაა ქართული და რეგიონალური კომპანიებისა და სტარტაპებისთვის ახალი კავშირების დასამყარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა