logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ფაინენშალ თაიმსი“: 2017 და 2018 წლებში საქართველოს მშპ რეგიონში ყველაზე სწრაფად გაიზარდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ზრდა შენარჩუნდება
„ფაინენშალ თაიმსი“: 2017 და 2018 წლებში საქართველოს მშპ რეგიონში ყველაზე სწრაფად გაიზარდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ზრდა შენარჩუნდება
12:26 09.11.2019
გამოცემა „ფაინენშალ თაიმსმა“ საქართველოზე სტატია გამოაქვეყნა, სათაურით „აშშ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების დრო დადგა“. სტატიის ავტორი წერს, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა განსაკუთრებულად მზარდია და შესაბამისად, აშშ-ისთვის ის წარმოადგენს საუკეთესო პარტნიორს შავი ზღვის რეგიონში.

„ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა საკმაოდ ძლიერია, განსაკუთრებით მისი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. 2017 და 2018 წლებში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) რეგიონში ყველაზე სწრაფად იზრდებოდა - წელიწადში 4.8 პროცენტით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, მდგრადი მშპ ზრდის მაჩვენებელი საქართველოში წლიურად დაახლოებით 4.9 პროცენტი იქნება 2019 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში. ამავდროულად, სიღარიბის მაჩვენებელი შემცირებულია 39 პროცენტიდან 22 პროცენტამდე და ეს ყველაფერი ერთ ათწლეულში მოხერხდა.

საქართველო, ევრაზიაში თავისი ცენტრალური ადგილმდებარეობით, კიდევ უფრო მეტად გახსნილი ეკონომიკითა და საინვესტიციო რეჟიმით შეიძლება ამერიკული კომპანიებისთვის გახდეს ნახევარი მილიარდი მომხმარებლის მქონე სარეალიზაციო ბაზრის კარიბჭე და აქედან განხორციელდეს მათი პროდუქციის ექსპორტი. ქართველები მოწადინებულნი არიან ორმხრივი ვაჭრობა გააფართოვონ შეერთებულ შტატებთან და მეტი ამერიკული ინვესტიციის სტიმულირება მოახდინონ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობის გზით,“- წერს „ფაინენშალ თაიმსი.“

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს ხელსაყრელი შესაძლებლობა ამერიკისთვის იყოს ექსპორტის კარიბჭე ნახევარ მილიარდ მომხმარებელზე ევროპასა და აზიაში. აქვე, ავტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შესახებ წერს და მის ციტატასაც იშველიებს.

„ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სრულად უჭერს მხარს შეთანხმების პერსპექტივას. საქართველოს მთავრობის მეთაურმა გასულ თვეს ბრძანა: „სავაჭრო შეთანხმება შეერთებულ შტატებთან ჩვენი პარტნიორობის ლოგიკური გაგრძელებაა. ურთიერთობები განვავითარეთ და იმ დონემდე ავიყვანთ, რომ უკვე შეგვიძლია მეტი ამერიკული კომპანია მივიღოთ საქართველოში. ჩვენი ქვეყანა ბუნებრივად არის ამერიკული კომპანიებისთვის რეგიონალური ცენტრი ევრაზიის უფრო მსხვილ ბაზრებზე გასასვლელად. სავაჭრო შეთანხმება წინ წაწევს უსაფრთხოების სფეროში ამერიკისა და საქართველოს საერთო ინტერესებს, რაც ბევრ ხელშესახებ ეკონომიკურ სარგებელსაც მოგვიტანს,“ - წერს „ფაინენშალ თაიმსი“.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა