logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ირაკლი ჩიქოვანი: თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ლოგიკური გაგრძელება იქნება
ირაკლი ჩიქოვანი: თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ლოგიკური გაგრძელება იქნება
12:18 09.11.2019
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება იქნება ლოგიკური გაგრძელება იმ სტრატეგიული პარტნიორობისა, რომელიც აშშ-საქართველოს შორის არსებობს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი გამოცემა „ფაინენშელ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც საქართველოს ეძღვნება.

პრემიერის მრჩევლის შეფასებით, პუბლიკაცია მოიცავს მნიშვნელოვან გზავნილებს, როგორ უნდა განვითარდეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ისედაც მაღალ დონეზე არსებული სტრატეგიული პარტნიორობა.

„ის, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება იქნება ლოგიკური გაგრძელება იმ სტრატეგიული ურთიერთობისა, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებობს, ეს საქართველოს მთავრობისთვის ნათელია და ამ მიმართულებით, დიდი ხანია ვმუშაობთ.

საქართველო არის აშშ-ის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი რეგიონში. ჩვენი ურთიერთობა მრავალგანზომილებიანია და ვთანამშრომლობთ ბევრი მიმართულებით. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილებას ექნება რამდენიმე განზომილება - პოლიტიკური, ეკონომიკური და რა თქმა უნდა, სტრატეგიული. ეს იქნება ნათელი გზავნილი ყველა სახელმწიფოსთვის, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ვითარდება და ეს განვითარება მოიცავს ეკონომიკურ განზომილებასაც“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

გამოცემა „ფაინენშალ თაიმსმა“ საქართველოზე სტატია გამოაქვეყნა, სათაურით „აშშ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების დრო დადგა“, რომელიც აშშ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში მისი კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებს მიმოიხილავს. სტატიის ავტორი წერს, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა განსაკუთრებულად მზარდია და შესაბამისად, აშშ-ისთვის ის წარმოადგენს საუკეთესო პარტნიორს შავი ზღვის რეგიონში. პუბლიკაციაში მოყვანილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ციტატა, რომელიც აღნიშნავს, რომ საქართველოს ბუნებრივად აქვს შესაძლებლობა, იყოს რეგიონული ცენტრი და კარიბჭე ამერიკული კომპანიების მსხვილ ბაზრებზე წვდომისთვის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა